კარლოვის მკვლელობის გამოძიება დასასრულს მიუახლოვდა

პროკურორი საბრალდებო დასკვნას ამზადებს

კარლოვის მკვლელობის გამოძიება დასასრულს მიუახლოვდა

 

ანკარაში ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამოძიება დასასრულს მიუახლოვდა.

ანკარის რესპუბლიკურმა პროკურორმა ადემ აქინიჩიმ, რომელიც 2016 წლის 19 დეკემბერს, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ანკარაში გამართულ გამოფენაზე მოკლული რუსეთის ელჩის, ანდრეი  კარლოვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებდა, განაცხადა, რომ გამოძიება ფაქტიურად დაასრულა და ამჟამად საბრალდებო დასკვნაზე მუშაობს.

როგორც ცნობილია, ანდრეი კარლოვი 2016 წლის 19 დეკემბერს, ანკარაში გამართულ გამოფენაზე მოკლულ იქნა ფეტოს წევრ მევლუტ მერტ ალტინტაშის მიერ და თურქმა პოლიციელებმა ადგილზევე მოახდინეს მისი ლიკვიდირება.

ამ საქმეზე ბრალი მთლიანობაში 9 კაცს წაეყენა და ყველანი დაკავებულები არიან რა, ისინი საბრალდებო დასკვნას ელიან



მსგავსი ინფორმაციები