გლობალური პერსპექტივა 45

ევროპის ისლამური მიდგომა

გლობალური პერსპექტივა 45

გლობალური პერსპექტივა 45.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

ევროპის ისლამური მიდგომა

უკვე ერთი პერიოდია ევროპაში მკაფიოდ გრძელდება „ევროპის  ისლამური მიდგომა“ საკითხის შესახებ  კამათი.

ახლა  თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ, ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

შეიძლება ითქვას, რომ ეს დისკუსია და დებატები არ არის არსებითად უსაფუძვლო. გლობალური პროცედურებიდან გამომდინარე, გინდა თუ არა სხვადასხვა კულტურის, რწმენის და წარმომავლობის ადამიანები ერთიდაიგივე გარემოში ცხოვრობენ. ასეთი ერთად თანაცხოვრება ოსმალეთის სახელმწიფოსათვის სულაც არ იყო რთული. მაგრამ დასავლეთისთვის ჯერ კიდევ ახალი მოვლენაა. გასულ საუკუნეში, დასავლეთის ქვეყნების სხვადასხვა კულტურებთან ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ კოლონიალიზმზე იყო დაყრდნობილი. ახლა კი, ადრე კოლონიალიზმის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან დასავლეთში ჩასახლებული მიგრანტები, ადგილობრივებისთვის პრობლემად გადაიქცნენ.  

ისლამთან შერწყმული ევროპული კულტურა

განსხვავებული წარმომავლობის, რწმენის და კულტურის ადამიანების ერთად ცხოვრების გარემოში,  სახელმწიფო, მისი დაწესებულებები და იმ ქვეყნის ინტელიგენცია, რა თქმა უნდა ამ საკითხებით უნდა დაინტერესდნენ.   როცა ვახსენებთ ევროპის ისლამურ მიდგომას, ამაში იმას ვგულისხმობ, რომ ევროპაში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული  ადამიანების კულტურის ადგილობრივებთან შერწყმა, სრულიად რთულია. ევროპის ისლამურ მიდგომაში  იგულისხმება ისიც, რომ მმართველობის გარკვეულ სფეროებში ენაში, კულტურაში და სხვა ატრიბუტებში განსხვავებები უნდა იყოს და არის კიდეც. ამ თვალსაზრისით თურქეთის ისლამსა და შორეულ აღმოსავლეთის, ბალკანეთის ან კიდევ ახლო აღმოსავლეთის ისლამს შორის გარკვეული განსხვავებები  არსებობს. ამიტომ, ევროპაში ჩასული მუსლიმანები უნდა ცდილობდნენ, ისლამის მთავარ კანონმდებლობების საზღვრებში დარჩნენ და ამის მიხედვით შეეგუონ ევროპულ კულტურას. ისინი ვალდებულნი არიან ეს ყველაფერი პრაქტიკაშიც დანერგონ. როგორც აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში ან კიდევ შორეულ აღმოსავლეთში და თურქეთში დასახლებული უცხოელებისგან საკუთარი კულტურის, ხელოვნების, ფოლკლორის, ადათ-წესების  და სხვა მსგავსი საკითხების გავრცელებას დადებითად არ შეხედავენ, ანალოგიურია ევროპაშიც. ეს კი ყველასათვის გასაგები  უნდა იყოს. ამ საკითხში ადგილობრივების მხრიდან უარყოფითი მიდგომა ყველა აბორიგენულ  საზოგადოებას ახასიათებს. ისლამთან შერწყმული ევროპული  კულტურა თვით ევროპელებისთვისაც სასარგებლოა. ეს მათ ფაშისტურ და რასისტულ დამოკიდებულებისგან გაათავისუფლებს.  ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მათთვისაც ფრიად სასიკეთო იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს ევროპელებმა იმ ღირებულებებისგან, რომლებიც მათ კულტურაშიც არის, ერთად თანაცხოვრება, ადამიანის უფლებები და სხვა,  ძალიან დაშორდნენ. ამიტომ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ისლამური კულტურა მათ ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში ნამდვილად დაეხმარება. მაგალითად,  ევროპაში ხშირად შეიმჩნევა ის ფაქტები, რომ ისინი მიგრანტებს ადამიანებადაც კი არ თვლიან. ასევე კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბოლო დროს ევროპელებს განსხვავებული წარმომავლობის ადამიანებთან ერთიდაიგივე გარემოში ცხოვრებაც კი არ სურთ.

თავისუფალი, უსაფრთხო ევროპის ისლამური მიდგომა 

დაწერილებს  და დასავლეთის ქვეყნების ნამოქმედარს თუ დავაკვირდებით, ევროპის ისლამური მიდგომა, სამოქალაქო, კულტურული და სოციალურ ღირებულებების დაცვას ჰგავს. მაგრამ, ევროპის ქვეყნები ამ საკითხის განხილვებს უფრო უსაფრთხოების მხრით უყურებენ. ამიტომაა, რომ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიებს მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურების წარმომდგენლები და სპეციალისტები მართავენ.

იმ შემთხვევაში,  თუ მართლაც არსებობს უსაფრთხოება, რა თქმა უნდა შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული. ამის შესახებ დისკუსიაც კი არ უნდა იმართებოდეს. ასევე არის მეორე საკითხიც, ეს თემა შეიძლება ითქვას, რომ მილიონობით ადამიანს აწუხებს, ამიტომ მასზე მხოლოდ უსაფრთხოების მხრიდან მიდგომაც არასწორია. სახელმწიფოები, რომლებიც მათ წინაშე არსებულ პრობლემებს არ იცნობენ, ამ პრობლემებისადმი სიფრთხილით მიდგომა გასაგებიცაა. ევროპის ქვეყნები თითქოს და ამ პრობლემების განსახილველად ისლამური საზოგადოებების მსგავს გაერთიანებებს  ქმნიან, მაგრამ ამ საზოგადოებებში  გაწევრიანებული ადამიანების უმრავლესობას ისლამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. ამიტომ მათ თუ სურთ, რომ ამ ორგანიზაციების მუშაობა უფრო ნაყოფიერი გამოდგეს, ისლამის მცოდნე პიროვნებებით უნდა დაკომპლექტდეს.

მუსლიმანების მოვალეობები...

ევროპის ისლამური მიდგომის თვალსაზრისით, ასრულებენ თუ არა მუსლიმანები მათზე დაკისრებულ მოვალეობას,  ამაზე რომ საერთოდ არ გავამახვილოთ ყურადღება და მხოლოდ ზოგიერთი ქვეყნები ვაკრიტიკოთ, რა თქმა უნდა არა კორექტულები ვიქნებით.

დღეისათვის დასავლეთში მცხოვრებ  მუსლიმანებს განათლების, ეკონომიკის, პოლიტიკის, აკადემიურ და სხვა მრავალ სფეროში თუ ადგილობრივებთან ადაპტაციის საკითხში  გარკვეული პრობლემები აქვთ, ეს მათ ორგანიზებაში  პასუხისმგებელი პირების არასწორი მიდგომის ბრალია. ისინი ვალდებულნი არიან ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან უფრო მჭიდრო კავშირში იყვნენ.

ისლამი, რომელსაც დაკარგული აქვს  სოციალიზმი, რა სარგებლობას მოუტანს ევროპას?

ზოგიერთ წრეებს, ევროპის ისლამური მიდგომა   კი არ სჭირდება,  არამედ, ნამდვილი ისლამი და ნამდვილი მუსლიმანი უნდათ რომ ნახონ, რადგან, ევროპაში დანგრეული ოჯახების, უპატრონოდ დარჩენილი ბავშვების, რომლებთა რიცხვიც საკმაოდ დიდია და ყოველგვარ ცუდსაც ჩადიან, ასეთი ცხოვრებისგან თავის დაღწევა სურთ. ამ თვალსაზრისით ევროპაში მცხოვრებ მუსლიმანებსაც დიდი პასუხისმგებლობა აქვთ. მათ უნდა გაითვალისწინონ ეს ყველაფერი და ადგილობრივებს ერთგვარი მაგალითი მისცენ.

მუსლიმანებს ქრისტიანებმა და იუდეველებმაც  უნდა დაუჭირონ მხარი

ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი ღირებულებებისგან, ზნეობისგან დაცემული და უკიდურესი ეგოიზმისგან თვით იუდეველები და ქრისტიანებიც არიან შეწუხებული. რადგან მათაც თავიანთი რწმენა  ამის უფლებას არ აძლევთ. 

ევროპელი მუსულმანები თავიანთ დღის წესრიგს უნდა აკონტროლებდნენ

მიუხედავად ყოველგვარი პრობლემებისა, მუსლიმანები როგორც აფრიკაში, ამერიკაში, ჩინეთში, ინდოეთში, ევროპაში და  დედამიწის სხვა ყველა  კუთხეში თავიანთ დღის წესრიგს ყოველთვის უნდა აკონტროლებდნენ,  წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები