მაკრონი ევროპული არმიის შექმნის მომხრეა

“ევროპის უსაფრთხოება არ უნდა იყოს ამერიკაზე დამოკიდებული“

მაკრონი ევროპული არმიის შექმნის მომხრეა

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რადიო არხ  Europe 1-თან საუბარში განაცხადა, რომ სანამ "რუსული საფრთხის" წინააღმდეგ, აშშ-ს გარეშე, საკუთარ, ევროკავშირის სუვერენულ არმიას არ შექმნიან, მანამდის არ იქნება ევროპა უსაფრთხო.

"ჩვენ ვერ შეგვეძლება ევროპელების დაცვა რუსეთის აგრესიისგან, თუ ჩვენ არ გვექნება ნამდვილი ევროპული არმია. ჩვენ მართლაც გვჭირდება ევროპული არმია, რომელიც სუვერენული იქნება და არ იქნება დამოკიდებული აშშ-ზე.  მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ევროპის დაცვას“, განაცხადა მაკრონმა და დაამატა, რომ პოპულიზმი და ექსტრემისტული ნაციონალიზმი ევროპაში დღითიდღე იზრდება, რაც ევროპას თანდათანობით ცალკე ნაწილებად შლის და ამიტომ უფრო ძლიერი და ერთიანი ევროპა სჭირდებათ.

მისივე აზრით, მომავალი წლის მაისში დაგეგმილი ევროპის პარლამენტის არჩევნებში სავარაუდოდ დიდი წარმატებას მიაღწევენ ულტრა მემარჯვენეები და ამიტომ ახლავე უნდა მიიღონ მათ წინააღმდეგ შესაბამისი ზომები. მაკრონის თქმითვე, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, პირდაპირ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.



მსგავსი ინფორმაციები