გლობალური პერსპექტივა 44

„ან გადაშენება, ან გლობალური სამართლიანობა“

გლობალური პერსპექტივა 44

გლობალური პერსპექტივა 44.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

„ან გადაშენება, ან გლობალური სამართლიანობა“

20-ე საუკუნე, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტი ძალადობის  ასწლეულია. ყველაზე მეტი სისხლისმღვრელი ორო ომი სწორედ რომ 20-ე საუკუნეში მოხდა. არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ზოგადად  არსებების გამანადგურებელი ატომური ბომბების გამოცდაც სწორედ ამ საუკუნეში მოხდა.  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგენილი წესრიგი არ არის სამშვიდობო სისტემა, რომელიც ომებს არასაჭიროდ  ხდის.  ბრეტონ-ვუდსის საერთაშორისო სისტემა, რომელიც გვაიძულებს ამერიკული დოლარი საერთაშორისო ფულის ერთეულად ვაქციოთ, მხოლოდ და მხოლოდ ძლიერებს ემსახურება.

ახლა კი თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ, ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

ცივი ომის დროს შედარებით კარგად მომუშავე, ბრეტონ-ვუდსის და გაეროს სისტემა, დღეისათვის შიძლება ითქვას, რომ წარუმატებელია.  გაეროს უშიშროების საბჭო,  რომელიც შეიძლება ითქვას, რომ  მისი ხუთი მუდმივი წევრით აშშ, რუსეთი, ინგლისი, საფრანგეთი და ჩინეთი თავადაც კოალიციაა რა, ისინი საერთაშორისო ძალაუფლების გადანაწილებას ცდილობენ.  ორ პოლუსიანი სამყაროს შემდეგ გლობალური მოთამაშეები, სხვადასხვა კომბინაციებით ან კოალიციებით არსებული სისტემის გაგრძელებას ცდილობენ. არასამართლიანი კოალიციური ძალების გლობალურმა მოთამაშეებმა ერაყში, ავღანეთში, ბოსნიაში, ყირიმში, სირიაში და  არაკანში  თუ როგორ მოიქცნენ კარგად დავინახეთ. ცივი ომის გამგრძელებელი გლობალური წესრიგის მიმართ კრიტიკამ მას შემდეგ იმატა, რაც მისი ნამდვილი სახე გამოაშკარავდა. სწორედ ამიტომაა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ყველა პლატფორმაზე დაჟინებით აცხადებს: „მსოფლიო ხუთზე დიდია.“ გლობალური კომუნიკაცია და ინფორმატიკა ზრდის დახურულ საზოგადოებების და ყველა სახის უსამართლობის გამოაშკარავებას. მაშინ, როდესაც ყველანაირი ინფორმაციის ასე მარტივად გავრცელება ხდება, ცივი ომის სისტემის გაგრძელებაც შეუძლებელია.

დღეს „წარსული“-ს გაურკვეველ პერიოდში ვცხოვრობთ.  დიახ, ძველი ღირებულებების  შენარჩუნება  საკმაოდ რთულია, მაგრამ გლობალური მოთამაშეები დღეისათვის ისეთ იარაღებს ფლობენ, რომლების მეშვეობით არა მხოლოდ ადამიანების, არამედ შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად სიცოცხლის მოსპობაა შესაძლებელი. დღევანდელ გაუწონასწორებელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობის სიმპტომებს თუ დავაკვირდებით ნათლად დავინახავთ, რომ მსოფლიოს მომავალი ერთგვარი საფრთხის წინაშეა. ცივი ომის პერიოდის კრიტიკა რომელიც კაცობრიობას ახალი  საშიშროების წინაშე აყენებს,  დღესაც გრძელდება.    სამართლიანობა და უსამართლობაც ერთგვარი გადამდები სენია. გლობალური სამართლიანობის ძიებას მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურებისგან არ უნდა ველოდოთ, არამედ ამისათვის ყველა ადამიანმა მისზე დაკისრებული  ვალდებულება შესაძლებლობების ფარგლებში პირნათლად უნდა შეასრულოს. აკადემიკოსებმა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, პროფესიულ ორგანიზაციებმა, კოოპერატივებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სპორტის და ხელოვნების წარმომადგენლებმა და სხვებმა ერთიმეორეში შიძლება ჩამოაყალიბონ გლობალური სამართლიანობა.  ამ თვალსაზრისით მათ ჯერ თანამშრომლობა უნდა გაზარდონ და შემდეგ ერთობლივად დაიწყონ საერთაშორისოს სამართლიანობის ძიება. წარსულში ცივი ომის პერიოდში მხოლოდ ერთფეროვანი მედია საშუალება გახლდათ, მაგრამ დღეისათვის კომუნიკაცია და ინფორმატიკა საკმაოდ დამაჯერებლად არის განვითარებული რა, სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ ორგანიზაციებს თუ სხვა დაწესებულებებს ერთიმეორესთან დაკავშირება უფრო ადვილად შეუძლიათ. მაგალითად სტუდენტებს, დღეისათვის თითქმის ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები იღებენ  განათლებას. ანალოგიურია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლობაშიც.

საფრთხე საკმაოდ ახლოს არის. თუნდ მუსლიმანი, ქრისტიანი, იუდეველი, ბუდისტი ან კიდევ სხვა ნებისმიერი რწმენის და იდეოლოგიის მიმდევარი იყავით, ჩვენს წინაშე არსებული რისკების წინააღმდეგ შესაბამის ნაბიჯებს თუ არ გადავდგამთ, შეიძლება მალე გვიანიც გახდეს. ამ ყველაფრის წინააღმდეგ ჩვენ მხოლოდ ადამიანური გრძნობები უნდა წამოვაყენოთ წინა პლანზე. პერიოდულად ამის მოგვარება ხდება ხოლმე. მაგალითად, აშშ-ს მხრიდან ცალმხრივად იერუსალიმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ, გაეროს უშიშროების საბჭოზე მსოფლიოს დამოკიდებულება, საუდელი ჟურნალისტის ჯემალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით მსოფლიოს მხრიდან დაგმობა ნათლად აჩვენებს, რომ საერთაშორისო საშიშროებების წინააღმდეგ ყველა ქვეყანას შეუძლია ერთად დგომა.

ასევე  აუცილებელია საერთაშორისო სამართლის ჩამოყალიბება, იერუსალიმის, არაკანის, სირიის, ისლამოფობიის, რასიზმის, ფაშიზმის და სხვა მრავალი საკითხის წინააღმდეგ.

დღეისათვის ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ახალი გლობალური სისტემა. მსოფლიო ფაქტიურად ლიმბუსზე (ნაპირი, კიდე) ცხოვრობს. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ უკეთეს სამყაროში ვიცხოვროთ. უფრო სამართლიანი სამყაროსათვის ყველა ჩვენთაგანმა ვალდებულებები მაქსიმალურად უნდა შევასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალ, ზეგ და მომავალში უკვე გვიანი იქნება. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი მომავალი თაობებისთვისაც აუცილებელია,

წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები