გლობალური პერსპექტივა 43

ალია იზეთბეგოვიჩი

გლობალური პერსპექტივა 43

გლობალური პერსპექტივა 43.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

ალია იზეთბეგოვიჩი

თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

20-ე საუკუნე მუსლიმანებისთვის შეიძლება ითქვას რომ ყოველმხრივ საწინააღმდეგო ასწლეული იყო. სწორედ 20-ე საუკუნეში მოხდა მრავალი ისლამური  ქალაქის თუ რეგიონის დაპყრობა. ალია იზეთბეგოვიჩი ასეთ პერიოდში ადამიანებისთვის და განსაკუთრებით მუსლიმებისთვის მოღვაწე ერთ-ერთი სამაგალითო  პიროვნებაა. ის არის ლიდერი, რომელმაც თავისი ცხოვრება ისლამის იდეას მიუძღვნა.

ახალგაზრდობა, ციხეში გატარებული წლები და „მლადი“  მუსლიმანი

ალია იზეთბეგოვიჩი 1925 წლის  8 აგვისტოს  დაიბადა. მისი დაბადების და ადრეული ახალგაზრდული წლები, შესაძლოა ითქვას, რომ  მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მღელვარე წლებია. პირველი მსოფლიო ომის დასასრული და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი, განსაკუთრებით ბალკანეთის ქვეყნებში მცხოვრებ მუსლიმანებისთვის  ყველაზე რთული პერიოდი გახლდათ. მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებულები, კომუნისტური მმართველობით ცნობილი სტალინის რუსეთი და ფაშისტურ-ნაცისტური პოლიტიკით დამარცხებული ბერლინი გახლდათ. ოსმალეთის იმპერიის დასუსტება და შემდეგ დაშლამ, განსაკუთრებით ბალკანეთის ქვეყნებში, სადაც ერთადერთ ალტერნატიულ რელიგიად  მხოლოდ ისლამი ითვლებოდა,   ძალიან რთული პერიოდი დაუდგათ. სწორედ ასეთ გარემოში იზეთბეგოვიჩმა  სკოლის პერიოდში „მლადი“ მუსლიმანი  ანუ ახალგაზრდა მუსულმანთა მოძრაობა ჩამოაყალიბა, რომლის მთავარი მისია, ისლამის უკეთ გათვითცნობიერება და ომის პერიოდში დაზარალებულების დახმარება გახლდათ. მისი ეს საქმიანობა ბალკანეთის რეგიონში მცხოვრებ ათეისტებს და კომუნისტებს ძალიან არ მოსწონდათ.

იზეთბეგოვიჩმა ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობის პერიოდში ხუთ წლიანი პატიმრობა მოიხადა.

აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის ალია

პატიმრობის შემდეგ ალია კიდევ განაგრძობდა მისი ხალხის და ზოგადად ადამიანებისთვის სასარგებლო საქმეების კეთებას. იგი როგორც ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემებით, ასევე ინტელექტუალური ძალისხმევითაც იყო დაკავებული. „აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის ისლამი“ ნაწარმოები ალიას ყველაზე მაშტაბური ნაშრომია, რომელშიც იგი, აღმოსავლეთსა და დასავლეთის ერად თანაცხოვრებაზე ამახვილებს ყურადღებას. იზეთბეგოვიჩი ამ ნაშრომში დასავლეთში განვითარებულ დადებით მოვლენებს იწონებს, მაგრამ მათდამი კრიტიკასაც არ გაურბის. „მე დასავლეთში არასოდეს დავდივარ თავდახრილი. ვინაიდან ჩვენ  იქ, ბავშვები, ქალები  და მოხუცები  არ მოგვიკლავს. არცერთ წმინდა ადგილზე თავდასხმა არ გაგვიხორციელებია. მაგრამ, მათ ეს ყველაფერი დასავლური ცივილიზაციის სახელით ნამდვილად გააკეთეს,“ ამბობდა ალია იზეთბეგოვიჩი.  ალიას აზრით ისლამური სამყაროს ძირითადი პრობლემა, ერთიმეორისგან გათიშვა, გაუნათლებლობა, ნათქვამისა და ნამოქმედარის ერთმანეთისგან განსხვავებულობაა.  იგი ასევე აცხადებდა, რომ ისლამი მისთვის  არის ყველაფერი, ლამაზი და კეთილშობილი რა, ამით იგი, მუსლიმანებს ერთიანობისკენ მოუწოდებდა.  „ისლამი მართლაც და ლამაზი და კეთილშობილია, მაგრამ ჩვენ არ ვართ კარგები. ამის ერთიმეორეში არევა ხშირად ხდება,“ აცხადებდა ალია. იგი ამ პრობლემის გამოსავალს კი ამ სიტყვებით აღწერდა:   „დედამიწის მასწავლებლობა, ზეცის სტუდენტობით იწყება.“ 

ომის წლები...

ბალკანეთის ხელმეორედ დანაწევრებამდე  „ისლამური მანიფესტი“ სახელწოდების წიგნის გამო ალია კიდევ ერთხელ ჩასვეს ციხეში და 14 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ხუთ წლიანი პატიმრობის შემდეგ,  შეწყალებით 1988 წელს გათავისუფლდა. 1990 წელს კი მან  „დემოკრატიული სამოქმედო პარტია“ ჩამოაყალიბა რა,  მას შემდეგ ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა და ქვეყნის პრეზიდენტიც გახდა.

ბოსნია და ჰერცეგოვინამ 1992 წელს იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ხორვატიის და სლოვენიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერმა დასავლეთმა, სერბების მიერ ბოსნიელებზე  განხორციელებულ თავდასხმების დროს ბოსნიელები  მარტოდ მარტო დატოვა რა, ამით მისი ნამდვილი ორმაგი სახე კიდევ ერთხელ აჩვენა.

შედეგად კი 100 ათასობით დაღუპული, დაშავებული და  ემიგრანტი გვხვდება. ბოსნიელების მიმართ 20-ე საუკუნეში ევროპის ცენტრში  კაცობრიობის თვალწინ  გენოციდი განხორციელდა.

ალია ომის წლებში მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ლიდერად იქცა. მიუხედავად ყველა პრობლემებისა და ალყაში მოქცევის, ისლამური აზროვნებითა და  სიბრძნით  მთელ სამყაროს აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ადამიანური-მუსლიმანური წინააღმდეგობის გაწევა. იგი სერბებს ბოსნიელი ქალების, ბავშვების და მოხუცების მიმართ შურისძიებისგან თავის შეკავებაზე ხშირად აფრთხილებდა რა, ამით ბრძოლის მორალის მნიშვნელოვანი წესი დაამკვიდრა. 

იგი აცხადებდა:

„მტრის წინაშე ერთადერთი ვალი გვაქვს: სამართლიანობა“

„სერბები ჩვენი აღმზრდელები არ არიან“

„ბრძოლაში მაშინ დავმარცხდებით, თუ მტერს დავემსგავსებით.“

ომის პერიოდში ერთ-ერთმა გერმანელმა ჟურნალისტმა ალიას ასეთი კითხვა დაუსვა: „ამოდენა დევნას რატომაა, რომ შურისძიებით არ პასუხობთ? ასეთი პასუხი გასცა: „ჩემი რწმენის წმ. წიგნი ანუ ყურანი ამის უფლებას არ მაძლევს.“

მემკვიდრეობა...

„მათ ჩვენ ფაქტიურად  მიწაში ჩაგვმარხეს. მაგრამ   ხელმეორედ აღმოვცენდებით.“ ალიას ეს სიტყვა შეიძლება ბალკანელების მიმართ იყოს ნათქვამი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი ეს ნათქვამი ყველა მუსლიმანს ეხება.  საბოლოოდ შიძლება ითქვას, რომ ალია იზეთბეგოვიჩის მსგავსი ლიდერი, რომელმაც მრავალი ტანჯვა-წამება, ზეწოლა და მრავალი  უბედურება გადაიტანა, მაგრამ სიმართლის გზას მაინც არ გადაუხვია, არა მხოლოდ მუსლიმებს, არამედ მთლიანად კაცობრიობას სჭირდება...

წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის  პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები