ტრამპი გამოეხმაურა გაშოხის მკვლელობას

“შესაძლო სანქციების საკითხს კონგრესთან განვიხილავთ“

1072320
ტრამპი გამოეხმაურა გაშოხის მკვლელობას

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის მხრიდან ჟურნალისტ ჯამალ გაშოხის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას მიუღებელი უწოდა.

ამის შესახებ მან არიზონაში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა და იქვე, რიადის მხრიდან ამ მკვლელობის აღიარებას დადებითი ნაბიჯი უწოდა, რომელიც იმსახურებს ნდობას.

"მე გავესაუბრები საუდის არაბეთის მეფეს, არ ვფიქრობ, რომ საუდის ადმინისტრაცია ცრუობს, ჩვენ გვექნება კითხვები საუდის არაბეთის მიმართ და ამასთან, შესაძლო სანქციების საკითხს კონგრესთან განვიხილავთ", განაცხადა ტრამპმა.

მანვე გაშოხის მკვლელობაში ეჭვმიტანილთა დაკავებას მეტად მნიშვნელოვანი უწოდა და თქვა, რომ ერთგვარ სანქციებს დაუნიშნავენ რიადს, თუმცა გამორიცხა საუდის არაბეთთან ამერიკული შეიარაღების მიწოდებაზე გაფორმებული 110 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტის გაუქმება.

ამ დროს თეთრმა სახლმაც განცხადება გაავრცელა და დაღუპული ჟურნალისტის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა



მსგავსი ინფორმაციები