გლობალური პერსპექტივა 42

როგორი საგანმანათლებლო სტრატეგია?

გლობალური პერსპექტივა 42

გლობალური პერსპექტივა 42.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

როგორი საგანმანათლებლო სტრატეგია?

თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

თურქეთის განათლების მინისტრ,  ზია სელჩიკმა ამ თანამდებობაზე დანიშვნის დროს განაცხადა, რომ ახალი საგანმანათლებლო სტრატეგიაა საჭირო, რომელსაც მალე მოამზადებენ რა, ამან საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ცნობილია, რომ  აკადემიური, ბიუროკრატიული  და პოლიტიკური  პრობლემები დაკავშირებულია სტრატეგიის ნაკლებობასთან.  ამიტომაა, რომ როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორში საქმის სტრატეგიულად დაწყება მართლაც და მნიშვნელოვანია. უახლოეს პერიოდში, ნათელი გახდა, რომ ჩვენ განათლების სისტემას,  ტექნიკური გადაუდებელი პრობლემები ჰქონდა რა,  დადგინდა, რომ  ახალი სტრატეგია იყო საჭირო. მეორეს მხრივ აღმოჩნდა, რომ პრობლემების უმრავლესობა არასწორი სტრატეგიიდან გამომდინარე იყო წარმოქმნილი. ამ თვალსაზრისით, საზოგადოების ყველა ფენამ თავისი წვლილი უნდა შევიტანოთ რათა, გრძელვადიანი საგანმანათლებლო სტრატეგია შევიმუშაოთ.

 

  1. სტრატეგია, თუ როგორი ადამიანის პროფილი უნდა შევქმნათ:  უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, თუ ჩვენი ერის მომავლის უკეთესობისთვის როგორი ადამიანის პროფილი უნდა შევქმნათ. ჩვენ,  უნდა შევქმნათ ადამიანის პროფილი, რომელიც ეროვნულ და სულიერ ფასეულობებზე და ასევე პლურალისტურ და უნივერსალურ ღირებულებებით იქნება აღზრდილი.

2)      ძირითად პრინციპებზე დაყრდნობილი სტრატეგია:    ადამიანის პროფილის შემდეგ ამ პროფილის შესაბამისი ფილოსოფიური და ეროვნული ინტერესების პრინციპები უნდა იქნეს შემუშავებული. განათლების უნივერსალური პრინციპები შვიდ კატეგორიად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: განათლება, რომელიც იძლევა სამართლიანობის ცნობიერების ამაღლებას. ზოგადი ეთიკის მაღალ დონეზე ამყვანი საგანმანათლებლო სისტემა. განათლების, სისტემა, რომლის მიხედვითაც აღსაზრდელის ორი დღე ერთმანეთისაგან განსხვავებული იქნება. ყველასათვის ერთნაირი კი არა, არამედ აღსაზრდელის შესაძლებლობის მიხედვით საგანმანათლებლო სისტემა. ცხოვრებისეული განათლება. ზეპირი კი არა არამედ გამოკვლევებზე დაყრდნობითი საგანმანათლებლო სისტემის მეთოდი.

3)      საჭიროებათა  ანალიზი და შესაბამისი აღჭურვილობა: ადამიანის პროფილის და ძირითადი პრინციპების შემდეგ აუცილებელია, დღევანდელი პირობების ანალიზიც სწორად გაკეთდეს. ანალიზი, რომ როგორც რეგიონალური ასევე მსოფლიოს თვალსაზრისით აკადემიკოსების, არასამთავრობო საზოგადოებების და სხვადასხვა დაწესებულებების ჩართულობით უნდა მოხდეს. საჭიროების ანალიზის მიხედვით უნდა განისაზღვროს სასწავლო პროცესში საჭირო სივრცეები  და კვალიფიკაცია. თურქეთში არაკვალიფიციური მუშა ხელების სიმრავლის გამო, საჭიროა პროფესიული ლიცეუმების რაოდენობა გაიზარდოს. ამის პროგრამა კი ზემოთ ხსენებული პირების და დაწესებულებების მიერ მომზადებული ანალიზების მიხედვით უნდა იქნეს ჩამოყალიბებული. ანალიზების კეთება კი ყოველთვის განახლებადი უნდა იყოს.

4)      კონტროლის და ხელმძღვანელობის გამწევი სახელმწიფო ორგანოებია საჭირო:  ადამიანის პროფილის გამოვლენის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი  ისაა, თუ საგანმანათლებლო სისტემა ვისი მხრიდან იქნება გაკონტროლებული.  რადგან, დღეისათვის მსოფლიო  შვილების მომავალზე უფრო მეტს ზრუნავს. ცივი ომის პერიოდში სახელმწიფო საზოგადოებას მხოლოდ მის მიერ შემუშავებულ პროგრამას სთავაზობდა. ეს კი დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ წარსულს ჩაბარდა. ოჯახები კი ცდილობენ, რომ მათმა შვილებმა რელიგია, ეროვნული ენა და სხვა ღირებულებები უფრო დეტალურად შეისწავლონ. გლობალიზაციის პროცესებთან ერთად, კვალიფიციური ადამიანის პროფილის შექმნაც შეიცვალა, ამიტომ ცივი ომის დროინდელი განათლების სისტემის მეთოდიც შეიცვალა. საგანმანათლებლო სისტემა იმის მიხედვით უნდა იქნეს ჩამოყალიბებული, რომ ამ სისტემით აღზრდილმა ადამიანის პროფილმა თანამდეროვე საზოგადოების მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. ამავე დროს, გლობალურ გარემოში, სადაც კონკურენცია უფრო რთულია, მოთხოვნები უნდა იყოს მგრძნობიარე ცვლილებების ბაზრის საჭიროებებზე. მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილი საგანმანათლებლო სისტემით კი ამ ყველაფრის შევსება შეუძლებელია. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სისტემა სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან უნდა იქნეს გაკონტროლებული.

მეორეს მხრივ თურქეთის მსგავს ქვეყანაში, რომელსაც ახალგაზრდა მოსახლეობა საკმაოდ დიდი ჰყავს, საგანმანათლებლო დაწესებულებების და ამ სფეროში სხვა საჭიროებების მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება, საკმარისი არ არის და ვერც ეყოფა.  მაშინ როცა მშობიარობა შემცირდება და ის აშენებული საგანმანათლებლო დაწესებულებები აღსაზრდელის გარეშე დარჩება, ეს სახელმწიფოსათვის დიდი ზარალი, იქნება. ამის ერთ-ერთი გამოსავალი კი ისაა, რომ ამ სფეროში კერძო სექტორიც იქნეს ჩართული.

5)      მოსწავლეებზე შესაძლებლობების მიხედვით მიმართულების მიცემა: ჩვენი ამჟამინდელი საგანმანათლებლო სიტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ახალგაზრდების მიმართ არანაირი მითითება არ ხდება და ისინი როგორც უნივერსიტეტში ასევე პროფესიულ გამოცდებზე ათასგვარ პრობლემებს აწყდებიან. ახალგაზრდა თაობის ასეთი არასწორი განათლების სისტემით აღზრდა კი როგორც მათთვის და ოჯახებისთვის ასევე, ქვეყნისთვისაც დიდი დანაკარგია.

6)      საერთაშორისო  კონკურენციისთვის  ღია  სტრატეგია: თურქეთი დროთა განმავლობაში საერთაშორისო სტუდენტთა  ცენტრად იქცევა. უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაციის  განცხადებით, ბოლო მონაცემებით თურქეთში 143 ათასი უცხოელი სტუდენტი იღებს განათლებას. საერთაშორისო კონკურენციისათვის კი ამ რიცხვის კიდევ უფრო გაზრდაა საჭირო. ამისათვის კი რა თქმა უნდა საჭიროა საგანმანათლებლო სისტემაც შესაბამისად მომზადდეს.

7)      არა ცენტრალური, არამედ ადგილობრივი საჭიროებების მიმართ მგრძნობიარე სტრატეგია:  ადგილობრივი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა სკოლებს და სხვადასხვა რეგიონებს შესაბამისი საგანმანათლებლო სტრატეგია უნდა გადაეცეს. 

დღევანდელი პროგრამა,  უმსხვილესი ჩინური ინტერნეტ-კომერციული პლატფორმის  დამფუძნებელ,  ჯეკ მა-ს სიტყვებით დავასრულოთ: „განათლება დიდი და მნიშვნელოვანი საკითხია. იმ შემთხვევაში თუ საგანმანათლებლო სისტემას არ შევცვლით, დიდი უბედურება დაგვატყდება თავს. ვინაიდან ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა 200 წლის წინანდელ პერიოდს მოიცავს. ჩვენ ვერ ვასწავლით ჩვენს შვილებს ტექნოლოგიასთან კონკურენციას. ისინი უფრო გონიერები არიან. ღირებულებები, დაჯერება, დამოუკიდებელი აზროვნება, გუნდური მუშაობა, სხვებზე მნიშვნელობის მინიჭება, ეს ყველაფერი ადამიანური წარმატებაა. მეცნიერება თქვენ ამას არ შეგასწავლის. ჩვენ, ჩვენს შვილებს  უნდა ვასწავლოთ ხელოვნება იმის გასაგებად, რომ ხალხი ერთმანეთისაგან განსხვავებულია. ის, რასაც ჩვენ ვასწავლით, განსხვავებული უნდა იყოს ტექნოლოგიისგან,“  წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის  პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები