ფენერის ბერძნულ საპატრიარქოში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოთხოვნას მხარი დაუჭირეს

ფენერის ბერძნულ საპატრიარქოში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის მოთხოვნას მხარი დაუჭირეს

ukrayna ortodoks kilisesi1.jpg

სტამბოლის ფენერის ბერძნულ საპატრიარქოში სამ დღიანი კონსულტაციების შემდეგ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის მოთხოვნის მხარდაჭერის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ფენერის ბერძნული საპატრიარქოს სახელით ჟურნალისტებთან განცხადება საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის მოთხოვნის საკითხზე მანამდე მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაადასტურეს.  

მიტროპოლიტმა ემანუელმა განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისგან გამოყოფის მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილება საბოლოოა.


საკვანძო სიტყვები: ეკლესია , უკრაინა , საპატრიარქო

მსგავსი ინფორმაციები