უცხო ქვეყანაში სასამართლოს მიერ განქორწინების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას თურქეთიც აღიარებს

უცხო ქვეყანაში სასამართლოს მიერ განქორწინების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას თურქეთიც აღიარებს

უცხო ქვეყანაში სასამართლოს მიერ განქორწინების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას თურქეთიც აღიარებს

 საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე ერთა გენერალური დირექტორატის (YTB) განცხადებით უცხო ქვეყნების სასამართლოების მიერ იქ მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეების განქორწინებასთან  დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას თურქეთის სასამართლოებიც აღიარებს. YTB-დან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება  2018 წლის 7 თებერვალს გამოქვეყნებული  საკანონმდებლო მაცნეში იქნა მიღებული. „ამდენად, უცხოეთის სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს განქორწინების  შესახებ მიღებული გადაწყვეტილებას, თურქეთის სასამართლოებიც აღიარებენ, რის გამოც საკითხთან დაკავშირებით თურქეთში ხელმეორედ სარჩელის შეტანა საჭირო აღარ არის. განქორწინების შემდეგ კი პირი საკუთარ ოჯახს ჩაეწერება. თუმცა, გადაწყვეტილებები, რომელიც მოიცავს აღსრულების დებულებებს, ალიმენტს და პატიმრობას, საჭირო იქნება თურქეთის სასამართლოში ხელმეორედ მიმართვა,“ ნათქვამია YTB-დან გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი საზღვარგარეთ მცხოვრები თურქი მოქალაქეების მატერიალური და ფიზიკური ტვირთისგან გათავისუფლებაა.  



მსგავსი ინფორმაციები