ანტალიაში TÜRKPA-ს შეკრება გრძელდება

იგი მუშაობას ხვალ, ერთობლივი დეკლარაციით დაასრულებს

1065006
ანტალიაში TÜRKPA-ს შეკრება გრძელდება

 

ანტალია ევრაზიის პარლამენტების თავჯდომარეების მე-3 შეკრებას მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას იღებს 38 ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი და განიხილავენ ეკონომიკური თანამშრომლობის, გარემო დაცვის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების საკითხებს.

მასზე სიტყვით გამოსულმა ამ სამიტის მასპინძელმა, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარემ ბინალი ილდირიმმა თქვა, რომ ყველანაირი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა თურქულენოვანი პარლამენტების თავჯდომარეების,  TÜRKPA-ს შეკრებას მათი თურქმენი და უზბეკი კოლეგებიც შეუერთდნენ.

"მე მტკიცედ მჯერა, რომ ეს ახალგაზრდა ორგანიზაცია, ჩვენი ქვეყნების პარლამენტების სახელით კარგ საქმიანობებს გაუწევს თურქულ ენოვანი ხალხების და ქვეყნების უფრო მეტად დაახლოება-დამეგობრებას. ჩვენ ერთი ოჯახის შვილები ვართ და ჩვენი მიზანია, ჩვენი წინაპრების კეთილი მემკვიდრეობანი გადავცეთ მომავალ თაობებს. ამიტომ, გვსურს, რომ უახლოეს ხანებში ამ ოჯახს შეუერთდეს მისი წევრი თურქმენეთიც და უზბეკეთიც“, ხაზგასმით აღნიშნა ილდირიმმა.

TÜRKPA-ს შეკრება ხვალ, ერთობლივი დეკლარაციის გამოქვეყნებით დასრულდება



მსგავსი ინფორმაციები