გლობალური პერსპექტივა 40

იუსტიციის დეპარტამენტი

გლობალური პერსპექტივა 40

გლობალური პერსპექტივა 40.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

იუსტიციის დეპარტამენტი     

გასულ კვირას, ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ. ეს სესია აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის გლობალიზაციის წინააღმდეგ გამოსვლა, საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონის პირიქით,  გლობალიზაციის დაცვა, თურქეთის პრეზიდენტ  რეჯეფ თაიფ ერდოღანის  „მსოფლიო ხუთზე დიდი“-ა და სამართლიანობის მოწოდება და კიდევ,  ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრის გენერალურ ასამბლეაზე სამი თვის ბავშვით დასწრებით  დაამახსოვრდა საზოგადოებას...

ახლა ამ თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

დღევანდელ პროგრამაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გაეროს მორიგ სამიტზე სამართლიანობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ერდოღანმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენს ცივილიზაციაში ‘იუსტიციის დეპარტამენტი-ს’ სახელწოდების  დაწესებულება არსებობს, რომელსაც საზოგადოების სამართლის, სახელმწიფო მმართველობის, ეკონომიკის და სხვა საკითხების გაკონტროლება შეუძლია. სამწუხაროდ დღეისათვის მსოფლიოში ეს დაწესებულება საჭიროებისამებრ ვერ ფუნქციონირებს რა, დღეისათვის მსოფლიოში სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების მთავარი მიზეზიც კი  გახლავთ. ყველა ჩვენთაგანის მშვიდობიანი და უსაფრთხო მომავლისთვის, სამართლიანობის დამყარებაა აუცილებელი. დღეს მსოფლიოს უმდიდრესი 62 ადამიანის ქონება თუ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებითი ნახევარის ქონების ტოლია, ეს იმას ნიშნავს,  რომ აქ პრობლემაა.“ პრეზიდენტ ერდოღანის მხრიდან სამართლიანობაზე გამახვილებული საკითხი უკეთესად რომ გავიგოთ, უახლეს პერიოდში დასავლეთში, უნივერსალური ღირებულებების საკითხთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს უნდა გადავხედოთ.  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თუ ძირითადად ადამიანის უფლებებზე, სიტყვის თავისუფლებაზე, თანასწორობაზე და სხვა მსგავს საკითხებზე მახვილდებოდა ყურადღება,  დღეს კი   დასავლეთი ამ ღირებულებებს სწრაფი ტემპით შორდება. დასავლეთის ქვეყნებში მიგრანტების და მუსლიმების წინააღმდეგ გამოსვლა და მათ წინაშე ჩადენილი  არასამართლიანობა, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. რასისტი პარტიების მხარდამჭერების რიცხვის ზრდა, ასევე მათ მიერ  კოალიციის შექმნის გზით მთავრობაში მოსვლა და უცხოელების მიმართ მტრული განწყობა, უკვე  ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ზოგიერთ დასავლურ ქვეყნებში პარტიები ანტი ემიგრანტული პოლიტიკით ახერხებენ სახელმწიფოს სათავეში მოსვლას. ევროკავშირის ქვეყნები, მიგრანტებისაგან საზღვრების დასაცავად, ახლა  არმიას ქმნიან. დასავლეთის ქვეყნების აზრით,  ოღონდ თვითონ ნუ შეწუხდებიან და თუნდ თურქეთში დარჩენილან მიგრანტები, თუნდაც   დაღუპულან, სულაც არ ადარდებთ. აი  ამ ყველაფრის წინააღმდეგ ჩვენ უნდა შევქმნათ სამყარო, რომელიც უნივერსალურ და ადამიანურ ღირებულებებს წინა პლანზე დააყენებს.   

თურქეთის პოზიციიდან  თუ გადავხედავთ, როგორც რწმენიდან, ცივილიზაციიდან და ისტორიიდან გამომდინარე, მთავარი ღირებულება სამართალია. რადგან, იმ შემთხვევაში,  თუ სამართალი იქნება, თავისუფლებას და თანასწორობასაც მაშინ ექნება  ფასი. ამიტომაა თურქეთის სასამართლოების დარბაზის კედლებზე  დაწერილი:  „სამართალი,  საკუთრების საფუძველია.’’

თურქულ ტრადიციებში ყველაზე მთავარი ადგილი სწორედ რომ სამართალს უჭირავს. ამის მიზეზი კი ქვეყნის სწორი მმართველობა და მოსახლეობის ბედნიერებაა.  მსოფლიო და ქვეყნის წესრიგის მსგავსი რგოლები,   მართლმსაჯულებით იწყება და სამართლიანობით მთავრდება. მართლაც და  მსოფლიო მშვიდობის და სახელმწიფოს წარმატების მთავარი საფუძველი  სწორედ რომ სამართალია. ქვეყანაში, სადაც სამართალი არ არსებობს, მისი მართვა რთულია, რადგან,  როდესაც გადასახადების გადახდა ხდება და ამ შემთხვევაში  პიროვნების შემოსავალი თუ არ იქნება გათვალისწინებული, მაშინ,   უსამართლო ქმედებები დაფიქსირდება, ხოლო ამის პარალელურად საზოგადოების დამორჩილებაც გართულდება. როგორც შეიხ ედებალი აცხადებს: „ადამიანი აცოცხლე, რომ სახელმწიფომაც იცოცხლოს“, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი-სამართალი-სახელმწიფო,  ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ისინი ბედნიერი ცხოვრების მთავარ  პრინციპებს წარმოადგენენ.  

ერდოღანის განაცხადის მიხედვით,   დღევანდელი მსოფლიო წესრიგის მიმართ  სერიოზული კითხვები არსებობს და ამიტომ  გაეროს სისტემას სერიოზული რესტრუქტურიზაცია  სჭირდება, ადამიანების არსებობისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად გარკვეული პრობლემები თუ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს წყობა უნდა შეიცვალოს, ე.ი. ასე ცხოვრება  ვერ გაგრძელდება. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების, ან  ზოგადად ადამიანების სიკვდილის საკითხის განხილვა რომ მოხდეს, ნეტავი ამ მოვლენებზე გასაცემი პასუხი რა იქნებოდა, ანდა საერთოდ,  თუ შევძლებთ მასზე შესაბამისი პასუხის გაცემას?  ამიტომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამართლიანობასთან დაკავშირებით მოწოდება, არა მხოლოდ რომელიმე ქვეყნის მიმართ, არამედ დასავლეთის და მთელი მსოფლიოს არსებული პრობლემიდან გამოყვანის მიზნით შეიძლება აღვიქვათ. ბოლოს კი  დიდ სელჩუკთა  ვეზირის, ნიზამი მულქის სიტყვების შეხსენებით  დავასრულებთ დღევანდელ პროგრამას:  „ბოროტებითა და ძალადობით სამართალი ვერ დამყარდება“   წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის  პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები