გლობალური პერსპექტივა 39

განათლების უნივერსალური პრინციპები 1

გლობალური პერსპექტივა 39

გლობალური პერსპექტივა 39.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

განათლების უნივერსალური პრინციპები 1

     

ჩვენ პლანეტას, როგორც ერთი ოჯახი ისე ვიზიარებთ. მიუხედავად განსხვავებული კულტურებისა და წარმომავლობისა, იმის გამო, რომ ერთიდაიგივე ისტორიულ პერიოდში ვართ მოვლენილნი, მრავალი საერთოც გაგვაჩნია.  გლობალური საშიშროების წინაშე ყველანი, განურჩევლად ერის,  რწმენის და წარმომავლობისა, ერთნაირად ვისჯებით. ერთიდაიგივე ეპოქაში ცხოვრების გამო როგორც აღმოსავლეთში ასევე დასავლეთში განვითარებული მოვლენები ყველა ჩვენგანზე ახდენს ზეგავლენას. შეიძლება გაჩნდეს კითხვა ეს ყველაფერი როგორც ჩვენზე,   ჩვენს წინაპრებზეც თუ ახდენდა ზეგავლენას.

ახლა ამ თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

როგორც ჩვენს ქვეყანაში ასევე შორეულ აღმოსავლეთსა და დასავლეთში ფრიად განათლებული და  არასწორი განათლების მიმღები    ადამიანები, ჩვენს ცხოვრებაზეც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ.  არასწორი განათლების მიმღები ადამიანი შეიძლება ცოცხალ ბომბად გადაიქცეს და როგორც თქვენი ასევე თქვენი ახლობლების სიცოცხლე შეიწიროს.  ფრიად განათლებული ადამიანის, რომელსაც არც კი იცნობთ, მისმა  გამოგონებამ შეიძლება თქვენი ცხოვრება უფრო გაამარტივოს.   ამიტომაა, რომ  განათლება გლობალური ფენომენი, ყველა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, რომ გადამდები სენია. ერთი რომელიმე ქვეყნის განათლებამ  სხვა ქვეყანაზე შეიძლება უარყოფითი ან კიდევ დადებითი ზეგავლენა მოახდინოს. 

განათლების თვალსაზრისით გლობალურ დონეზე რა მდგომარეობაში ვართ? რა თქმა უნდა, ძალიან კარგი სფეროებიც  გვაქვს, მაგრამ მე ამ პროგრამაში უფრო პრობლემურ სფეროებზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

დასავლეთის ქვეყნებს თუ დავაკვირდებით, მსოფლიოს დანარჩენზე მეტად შეიმჩნევა სკოლებში მკვლელობები. მაგალითად აშშ-ში  სკოლები სულ უფრო და უფრო ყაზარმებს ემსგავსება. ხშირად ხვდება ბავშვების და ახალგაზრდების მკვლელობები. ბავშვობის ასაკში სექსუალური ძალადობა, ყომარი, ალკოჰოლი, ოჯახური კავშირების შეწყვეტა და სხვა მრავალი ტრაგიკული მოვლენა ხშირად შეიმჩნევა ამერიკაში.  მსგავსი სიტუაციაა აღმოსავლეთშიც. შეიძლება დანაშაულის მაჩვენებელი დასავლეთის მსგავსად მაღალი არ იყოს მაგრამ, განათლებაში სიტუაცია,  აქაც არაა დამაკმაყოფილებელი. 

რაც შეეხება, ისლამურ სამყაროში, ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა, რომელსაც,  ალია იზზეთბეგოვიჩი  აფიქსირებს, დანაწევრების  გარდა, განათლებაცაა.

თუ რომელიმე ქვეყანაში კარგი განათლება და გაუნათლებლობა ყველაზე ახდენს ზეგავლენას, მაშინ რელიგიის, ენის, იდეოლოგიის, რწმენის, რასისა და ფერის მიუხედავად ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ თუ როგორი ადამიანი უნდა ჩამოვაყალიბოთ  რა, ამისათვის საერთო კონსენსუსია საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც კაცობრიობის ოჯახის წევრები ყველას გვემუქრება საფრთხე. უკეთესი მომავლისათვის აუცილებელია შეიქმნას, განათლების უნივერსალური პრინციპები.

განათლების მიზანი უნდა იყოს ადამიანის ახალი ცხოვრებისთვის მომზადება. თუ ჩვენ რა სახის განათლება გვესაჭიროება, ამისათვის საჭიროა ჩვენივე ცხოვრების ფილოსოფიას გადავხედოთ. თუ გვსურს, რომ უსამართლობა უფრო ნაკლებად იყოს და განსხვავებულის მიმართ პატივისცემა უფრო წინა პლანზე, მაშინ განათლების სისტემაც იმის მიხედვით უნდა ჩამოვაყალიბოთ. განათლება არ არის მხოლოდ სასკოლო განათლება ან თანამედროვე განათლება. ამიტომ, როდესაც სკოლას ვახსენებთ, ყველაფრის იქ დასრულებას არ უნდა ველოდოთ, რადგან,  იგი მხოლოდ განათლების საშუალებათაგან  ერთ-ერთია.

  1. სამართლიანობის შემეცნებითი განათლება

რომელ პერიოდშიც არ უნდა ვიცხოვროთ,  განათლებამ პირველ რიგში სამართლიანობის შემეცნება უნდა შეასწავლოს.  როგორც ხალიფა წმ. ომარი აცხადებდა: „სამართალი წესრიგის, სისტემის და სახელმწიფოს საფუძველია“. გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი აცხადებდა: „თუ სამართლიანობა დაიკარგება, მაშინ ადამიანის ცხოვრებაში აღარაფერს ექნება ფასი.“ რადგან, ადამიანისთვის პირველი სამართლიანობა, თავისუფლება და თანასწორობა გახლავთ.  რასაკვირველია, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ჩამოყალიბებული თუ რაა სამართლიანობა, სწორი და არასწორი,  მაგრამ, სამართლიანობის ძირითადი საფუძვლები მეტ-ნაკლებად ნათელია. ყველა რელიგიაში, რწმენაში და  იდეოლოგიაში მკვლელობა, ძარცვა, და ყოველგვარი არასამართლიანი ქმედება ცუდი საქციელია. ამ თვალსაზრისით ყველა სფეროში განათლება, ამ საფუძვლებზე უნდა იქნეს დამყარებული. განათლებაში გარკვეული ნაკლოვანებები დროთა  განმავლობაში შეიძლება აღმოიფხვრას, მაგრამ რაც შეეხება სამართლიანობას ეს განათლების და აღმზრდელობის მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს.

   2. განათლებისსისტემარომელიცადამიანპოზიტიურსჩამოაყალიბებს

ნებისმიერი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემამ კეთილგანწყობილი, ცხოვრებას პოზიტიური თვალით შემხედვარე ადამიანი უნდა აღზარდოს და არა ცხოვრების დასაწყისიდანვე უიმედობით, უარყოფითი გრძნობებით, ყველაზე და ყველას მიმართ ეჭვიანად განწყობილი. სამწუხაროდ მრავალად გვხვდება ასეთი ახალგაზრდობა.  ასეთი ნეგატიური განწყობით როგორ შეიძლება ჯანსაღი მომავალი აღიზარდოს. ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი  მნიშვნელობის საჭიროება და კეთილდღეობის აუცილებლობა არის მისი  ფუნდამენტური მდგომარეობა,  თავის  გარემოსთვის  და სხვებისთვისაც. ცხოვრებისთვის პოზიტიური თვალით შეხედვა და დადებითად ფიქრი, ძალზედ მნიშვნელოვანია მომავალი თაობების აღსაზრდელად.  წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის  პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.

მომავალ კვირას ამ ციკლურ პროგრამაში კვლავ  გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს.



მსგავსი ინფორმაციები