ერდოღან-გუტერესს შორის შეხვედრა გაიმართა

განიხილეს აქტუალური საკითხები

ერდოღან-გუტერესს შორის შეხვედრა გაიმართა

 

ნიუ-იორკში, გაეროს 73-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში მყოფი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი მიიღო გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა. საპრეზიდენტო წყაროების თანახმად,  შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს თურქეთ-გაეროს შორის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისა და მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას. ამავე ცნობით, მხარეებმა აქტუალური საერთაშორისო და რეგიონალური საკითხებიც განიხილეს.

პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაერო-ს გენერალური მდივნის პრეს სამსახურმა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: "გაეროს გენერალურმა მდივანმა თურქეთის მხრიდან წლების განმავლობაში 3.5 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილის შეფარვის გამო კმაყოფილება გამოთქვა და ამასთან მადლობა გადაუხადა ანკარას. გარდა ამისა გუტიერესი მიესალმა 17 სექტემბერს სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ერდოღანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც იდლიბში დემილიტარიზაციას ითვალისწინებს და თავიდან ააცილებს დიდ სისხლისღვრას".



მსგავსი ინფორმაციები