ბინალი ილდირიმი უზბეკეთს სტუმრობს

იგი ამ ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერმა მიიღეს

ბინალი ილდირიმი უზბეკეთს სტუმრობს

 

უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (პარლამენტის) თავჯდომარე ბინალი ილდირიმი ამ ქვეყნის პრეზიდენტმა შევქეთ მირზიოევმა მიიღო.

პრეზიდენტი თავის გამოსვლაში მიესალმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ნების გამოვლენისა და ამასთან ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ტრადიციულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების აღდგენას და აღნიშნა, რომ ამ მცდელობებმა ეს ურთიერთობები უკვე სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანა, ხოლო უზბეკეთ-თურქეთს შორის სხვადასხვა სფეროებში ხელმოწერილმა შეთანხმებებმა და ასეთმა ხშირმა ვიზიტებმა კი ამ ურთიერთობებს უფრო მყარი საფუძველი შეუქმნა.

თურქმა სტუმარმა მადლიერება გამოხატა ორ მოძმე ქვეყანას შორის ურთიერთობების ახლიდან აღდგენას და ხაზი გაუსვა, რომ უზბეკეთის ეკონომიკური და სოციალური სექტორის განვითარებისათვის ანკარა მზად არის ყველანაირი დახმარებისათვის.

მირზიოევმა და ილდირიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ტრადიციული მეგობრობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცების საკითხში.

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე შემდეგ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიფოვმა მიიღო და ძირითადად ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს.

ილდირიმს დღეს უზბეკი კოლეგა მიიღებს



მსგავსი ინფორმაციები