ერდოღანმა მალკოლმ X-ის ქალიშვილები მიიღო

მალკოლმ X-ი 1965 წლის 21 თებერვალს, ნიუ-იორკში ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს მოკლეს

1055773
ერდოღანმა  მალკოლმ X-ის ქალიშვილები  მიიღო

გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე მონაწილეობის მიზნით,  ნიუ-იორკში ჩასულმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა,    მალკოლმ იქსის ქალიშვილები,  ქაბილა და ელიაშა მიიღო. შეხვედრას პრეზიდენტის მეუღლე,  ემინე ერდოღანი და სხვა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ერდოღანმა,  მალკოლმ X-ის ქალიშვილებს  სამახსოვრო ფოტო გადასცა, რომელზეც „მსოფლიო ხუთზე დიდია“ თემაა  გამოსახული. მალკოლმ X-მა  1940-იან წლებში ციხეში ყოფნის დროს „ისლამის ერი“ სახელწოდების ორგანიზაციების წევრები გაიცნო, რის შემდეგაც ისლამი მიიღო რა, ნამდვილი სახელი,  მალკოლმ ლიტლი შეიცვალა და მალკოლმ X-ი დაირქვა.  იგი, ამერიკაში შავკანიანების უფლებების დამცველი  და ნამდვილ ისლამის მქადაგებელი გახლდათ. მალკოლმ X-ი 1965 წლის 21 თებერვალს, ნიუ-იორკში ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს მოკლეს.



მსგავსი ინფორმაციები