გლობალური პერსპექტივა 38.2018

საკუთარ თავში ჩაკეტილი დასავლეთი, გლობალიზაციის სამყარო

გლობალური პერსპექტივა 38.2018

გლობალური პერსპექტივა 38.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

საკუთარ თავში ჩაკეტილი დასავლეთი, გლობალიზაციის სამყარო

გლობალიზაციის შესახებ ფიქრი პირველად 1990-იან წლებში დავიწყე. ხშირად ვფიქრობდი თუ ეს პროცესი პირველ რიგში თურქეთზე და შემდეგ მსოფლიოზე როგორ გავლენას მოახდენდა.  რა დამოკიდებულება უნდა მივიღოთ გლობალიზაციის წინააღმდეგ? რამდენად უნდა დავეხმაროთ  და  რამდენად უნდა შევეწინააღმდეგოთ მას?

ახლა ამ თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად  გადავწყვიტე დოქტორანტურის ხარისხი ამ სფეროში გამეკეთებინა. სიმართლე თუ გაინტერესებთ, მე ადრე გლობალიზაციას უფრო სხვანაირად აღვიქვამდი. მაგრამ, როდესაც სადოქტორო ნაშრომის შესახებ მუშაობა დავამთავრე მივხვდი, რომ გლობალიზაცია არ არის ერთ განზომილებანი არამედ, მრავალ განზომილებიანია, იგი ასევე  ცალმხრივი კი არაა არამედ,   მრავალმხრივი.

როდესაც  დავიწყე მუშაობა, დასავლეთი გლობალიზაციის ჩემპიონი იყო. მაშინ დასავლეთი ამტკიცებდა, რომ საქონლისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების, ბიუროკრატიული  საზღვრებით შეზღუდვა არასწორი პოლიტიკა იყო.  კონკურენცია, თანამშრომლობა, საბაჟო და კვოტების მოხსნა მათი ყველაზე ცნობილი ფრაზები იყო.

ნაკლებად განვითარებული და განვითარების გზაზე  მყოფი ქვეყნები ამგვარ მიდგომას ხშირად აკრიტიკებდნენ.  მათი თქმით საქონლის და კაპიტალის თავისუფლად გადაადგილება  საბაჟო გადასახადების შემცირება მხოლოდ დასავლეთის ქვეყნების სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯები იყო რა, ამდაგვარი პოლიტიკა მათ უფრო დაასუსტებდა.

იდეოლოგიურ დონეზე, რომ ვთქვათ გლობალიზაცია, კაპიტალიზმის ახალი ვერსია იყო, ის დაამკვიდრებდა  ახალ კოლონიალიზმს რითაც დამოუკიდებელ  სახელმწიფოების დასუსტებას ისახავდა მიზნად. ამის წინააღმდეგ კი ერთადერთი გამოსავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისგან თავის დაცვა გახლდათ. მაგრამ ჩნდებოდა კითხვა,  თუ გლობალიზაცია  კაპიტალიზმის ახალი ვერსიაა, მის წინააღმდეგ გამოსვლა როგორ უნდა მომხდარიყო.

მაშინ როდესაც 2020 წელს ვუახლოვდებით, 30 წლის წინანდელ პერიოდს დღეს უფრო კარგად ვგებულობთ. დღეისათვის დასავლეთი გლობალიზაციის ჩემპიონად აღარ გვხვდება. ამ თვალსაზრისით ყველაზე მომგებიანი დასავლეთის ქვეყნები აღარ გახლავთ. გლობალიზაციისგან საკმარისი მოგების ვერ მომპოვებელი ქვეყნები 1990-იან წლებში განვითარებადი ქვეყნების ინიციატივებს იზიარებენ და მათ შორის აშშ-ც. ისინი პოლიტიკური საზღვრების, თავისუფალი გადაადგილების, კონკურენციის, ღიაობის გაუქმების შესახებ საერთოდ აღარ საუბრობენ. ამ ყველაფრის ნათელი მაგალითი აშშ-ს მხრიდან სხვა ქვეყნების მიმართ დაწესებული სანქციები, საბაჟო გადასახადები და გარკვეული კვოტების შემოღება შეიძლება დასახელდეს. 1990-იან წლებში ვინ წარმოდგენდა, რომ ევროკავშირის ქვეყნები მიგრანტების წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკური საზღვრების დასაცავად 10 ათასიან არმიას ჩამოაყალიბებდა? აშშ  და ევროკავშირის ქვეყნები ახლა ნაციონალისტურ პოლიტიკაში დაბრუნდნენ.

ამ ყველაფრის წინააღმდეგ გლობალიზაციით უფრო მეტი მოგების მომპოვებელი ქვეყნები, 1990-იან წლებში განვითარებად ქვეყნების სიაში იყვნენ შეყვანილი. ამ ქვეყნებს შორის გახლავთ ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილი და თურქეთიც. ჩინეთი დღეს დასავლეთის წინააღმდეგ უფრო გლობალიზებულ პოლიტიკას უჭერს მხარს. თურქეთმა 2000-იან წლების შემდეგ გლობალიზაციის პროცესი კარგად ითამაშა. დემოკრატიზაციისა და თავისუფლების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ქვეყანაში მეურვეობის რეჟიმის გაუქმების შემდეგ, თავისუფლების სივრცე უფრო გაფართოვდა რა, ამან ეკონომიკურ განვითარებასაც შეუწყო ხელი. ეროვნული შემოსავალი მაშინ როდესაც, მხოლოდ 2000 დოლარამდე გახლდათ, საგრძნობლად გაიზარდა.

დღეისათვის როგორც თურქეთში ასევე დასავლეთში ინტელიგენციის ზოგიერთი  წარმომადგენელი 30 წლის მანძილზე გლობალიზაციის პროცესში თუ რა შეიცვალა ამას კარგად ვერ ათვითცნობიერებს. ისინი 1990-იან წლებში დაზეპირებულებს დღესაც იმეორებენ. მაშინ როდესაც დასავლეთმა მათ მიერ წამოწყებული გლობალიზაციით საკმარისი მოგება ვერ ნახა, ყოველმხრივი პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. ამიტომაა, რომ საკუთარ თავში ჩაკეტილ პოლიტიკას აწარმოებს. ზოგიერთი ინტელიგენტი კი ამ ყველაფერს ან ვერ ხედავს, ან კიდევ არ სურს დაინახოს. გლობალიზაციის პროცესით რა თქმა უნდა განვითარებადი ქვეყნებიდან ყველა ერთ დონეზე მომგებიანი ვერ ხდება. ამ პროცესით უფრო მეტი ზიანის მიმღები ქვეყნებიც შეიძლება გაჩნდეს. ვინაიდან ეს პროცესი ყველას ერთიდაიგივე შანსს არ აძლევს. მათ შორის დასავლეთის ქვეყნებიც. ამიტომაა, რომ ამ ყველაფერს პირდაპირ კი არ უნდა დაემორჩილო, არამედ სწორი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი. გუშინდელი ანალიზით დღევანდელი მოვლენის შეფასება შეუძლებელია. როგორც დასავლეთის ასევე სხვა ქვეყნების ანალიტიკოსები, აკადემიკოსები, ბიუროკრატები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები კარგად უნდა გაეცნონ ბოლო 30 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს და ცვალებად გლობალიზაციას რა, იმის მიხედვით შეიძლება გაირკვეს თუ როგორი ნაბიჯები უნდა იქნეს გადადგმული ქვეყნის სასარგებლოდ წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის  პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.


საკვანძო სიტყვები: პერსპექტივა , გლობალური

მსგავსი ინფორმაციები