ემინე ერდოღანს „ჰუმანიტარული სამსახურის მადლობის ჯილდო“ გადაეცა

ემინე ერდოღანს „ჰუმანიტარული სამსახურის მადლობის ჯილდო“ გადაეცა

ემინე ერდოღანს „ჰუმანიტარული სამსახურის მადლობის ჯილდო“  გადაეცა

თურქეთის პრეზიდენტის მეუღლე, ემინე ერდოღანს, მიანმარის ჩათვლის საერთაშორისო არენაზე ჰუმანიტარული  ტრაგედიების მიმართ გამოჩენილი ყურადღების და გაჭირვებულებზე დახმარების გამო გლობალური დონორთა ფორუმის,  „მუსლიმი ფილანტროპის მსოფლიო კონგრესი“-ს (World Congress of Muslim Philanthropists) მიერ „ჰუმანიტარული სამსახურის მადლობის ჯილდო“ გადაეცა.  დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსულმა ემინე ერდოღანმა სირიის ომზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ომის დასრულებისთვის მომუშავე საერთო ნება არ შეიქმნა. მაშინ როდესაც ამ საკითხის პასუხისმგებლობა მსოფლიომ უნდა იკისროს, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა წუხს და მათ შორის ერთ-ერთი თურქეთია.“ თურქეთის პირველმა ლედიმ აღნიშნულ  ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე აფრიკის ქვეყნებში, ღაზაში, მიანმარში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და მის  მოსაგვარებლად ერთობლივი მუშაობის მოწოდება გააკეთა.  



მსგავსი ინფორმაციები