ჩავუშოღლუმ ჩრდილოეთ კვიპროსელი კოლეგა მიიღო

მისი თქმით იდლიბზე თავდასხმა დიდ ტრაგედიას გამოიწვევს

ჩავუშოღლუმ ჩრდილოეთ კვიპროსელი კოლეგა მიიღო

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ თავისი ჩრდილოეთ კვიპროსელი კოლეგა ქუდრეთ ოზერსაი მიიღო და შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს, რომელზედაც ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სირიის იდლიბის პროვინციაში მორატორიუმის დარღვევა და ასადის რეჟიმის მხრიდან მასზე თავდასხმა, დიდ ტრაგედიას გამოიწვევს, ამიტომ მან დაპირისპირებულ მხარეებს იდლიბში  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და ასტანის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდათ და მის ფარგლებში სირიის გარანტორ ქვეყნებთან, თურქეთთან, რუსეთთან და ირანთან კონტაქტების გაგრძელება მოითხოვა. მისივე თქმით, იდლიბის საკითხს დეტალურად განიხილავენ 7 სექტემბერს, ირანის დედაქალაქ თეირანში თურქეთის, რუსეთის და ირანის პრეზიდენტები, ერდოღანი, პუტინი და რუჰანი და იმედი გამოთქვა, რომ აქ ჯანსაღ და ყველა მხარისათვის სასარგებლო დადგენილებას მიიღებენ. ჩავუშოღლუს აზრით, რეგიონისათვის დიდი მნიშვნელობა ექნება ასევე აშშ-ს ახალი სპეციალური წარმომადგენლის სირიაში ჯეიმს ჯეფრის ვიზიტი, რომელიც ძალზედ კარგად იცნობს რეგიონს, რადგან, იგი წლების განმავლობაში ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს წარმოადგენდა ანკარაში



მსგავსი ინფორმაციები