ბიშკეკი თურქულენოვან სახელმწიფო ლიდერთა სამიტს უმასპინძლებს

მასში უზბეკეთის პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას

ბიშკეკი თურქულენოვან სახელმწიფო ლიდერთა სამიტს უმასპინძლებს

 

უზბეკეთი, 17 წლიანი პაუზის შემდეგ ხვალ, ახლიდან შეუერთდება თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს სხდომას.

ხვალ, ყირგიზეთის დედაქალაქი ბიშკეკი,  თურქულენოვანი სახელმწიფოების ლიდერთა მონაწილეობით, ამ ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს სხდომას უმასპინძლებს და ერდოღანის თხოვნით, მასში მონაწილეობას მიიღებს ასევე უზბეკეთის პრეზიდენტი შევქეთ მირზიოევი.

უზბეკეთი, მირზიოევის წინა პრეზიდენტის, ისლამ ქერიმოვის პერიოდში, პირადული წყენის გამო, მონაწილეობას არ იღებდა თურქულენოვანი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტში, რომელზედაც ერთი ძირისა და ერთი მოდგმის ხალხების პრობლემების მოგვარებისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოების საკითხებზე მსჯელობენ.

ასე რომ, ბიშკეკის სამიტში პირველად მიიღებენ მონაწილეობას ყველა თურქულენოვანი ქვეყნების, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის და ყირგიზეთის სახელმწიფო ლიდერები



მსგავსი ინფორმაციები