აშშ-ს ანკარის საელჩოზე თავდამსხმელები ციხეში გააგზავნეს

6 დაკავებულიდან სამი პირობით გაათავისუფლეს

აშშ-ს ანკარის საელჩოზე თავდამსხმელები ციხეში გააგზავნეს

 

აშშ-ს ანკარის საელჩოს შენობაზე განხორციელებული  შეიარაღებული თავდასხმის გამოძიების ფარგლებში  დაკავებული 6 ეჭვმიტანილიდან 3 დააპატიმრეს.

ანკარის პოლიციის დეპარტამენტის ანტიტერორისტული განყოფილების თანამშრომლებმა 6 ეჭვმიტანილის დაკითხვა დაასრულეს და ისინი რესპუბლიკურ პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც ჩვენებები ჩამოერთვათ და პროკურორმა სამი ბრალდებულის საქმე, დაპატიმრების მოთხოვნით მორიგე სასამართლოს გადაუგზავნა, ხოლო დანარჩენი სამი ეჭვმიტანილი კი პირობითად გაანთავისუფლა. 

დაპატიმრებულები ანკარის სინჯანის ციხეში გადაიყვანეს



მსგავსი ინფორმაციები