ჩინეთში ბავშვების შობადობაზე კვოტის გაუქმებას აპირებენ

კანონპროექტის განხილვა 2020 წლისთვის დასრულდება

ჩინეთში ბავშვების შობადობაზე კვოტის გაუქმებას აპირებენ

 

როგორც ცნობილია ჩინეთში, 1979 წლიდან ერთი ბავშვის ყოლის პოლიტიკა მიმდინარეობდა და 2016 წელს ორ შვილის კვოტით შეიცვლა, რაც ამ ქვეყანაში შობადობის შემცირებასა და მოსახლეობის ზრდის რეგულირებას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკონტროლო მოსახლეობის ზრდას და საკვების უკმარისობის აღმოფხვრას  ითვალისწინებდა.  

ჩინეთის სახელმწიფო გაზეთის ცნობით, ამჟამად დღის წესრიგში დგას ამ 35 წლიანი კვოტის საერთო გაუქმება, რაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სულ უფრო და უფრო დაბერებული ჩინელი მოსახლეობა და ნაყოფიერი ქალების რაოდენობის შემცირება.

მართლაც და 2030 წლისთვის, ჩინეთის მოსახლეობის დაახლოებით 25%-ი 60 წლის იქნება. ექსპერტები აფრთხილებენ ჩინელებს, რომ მოსახლეობის დაბერებასთან ერთად, დიდი სამუშაო ძალაც დაიკარგება.

ამიტომაც, ჩინეთის ეროვნული კონგრესის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ამჟამად არსებული კვოტის გაუქმებას ითვალისწინებს და რომლის განხილვები და დებატები  მიმდინარე კვირაში დაიწყება რა,  2020 წლისთვის დასრულდება.



მსგავსი ინფორმაციები