ჩავუშოღლუ ვილნიუსს სტუმრობს

იგი ლიტვის პრეზიდენტმაც მიიღო

ჩავუშოღლუ ვილნიუსს სტუმრობს

 

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტესმა ამ ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ, დედაქალაქ ვილნიუსში მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში მიიღო.

საუბრის დროს ჩავუშოღლუმ გრიბაუსკაიტესს დამოუკიდებელი ლიტვის ხელახლა შექმნის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის მილოცვა და კეთილი სურვილები გადასცა.

ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქი დიპლომატი თავისმა ლიტველმა კოლეგამ ლინას ლინკევიჩიუსმა მიიღო და მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბიზნეს ასოციაციის შეთანხმებას.

მათვე თურქეთსა და ლიტვას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ სფეროებში ურთიერთობების და თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს



მსგავსი ინფორმაციები