ვიგანომ რომის პაპს გადადგომისკენ მოუწოდა

“ფრანცისკამ თვალი დაუხუჭა ბავშვებზე სექსუალურ ძალადობებს“

ვიგანომ რომის პაპს გადადგომისკენ მოუწოდა

 

ვატიკანის ყოფილმა ელჩმა ვაშინგტონში, არქიეპისკოპოსმა კარლო მარია ვიგანომ, აშშ-ში გამომავალ გაზეთ National Catholic Register-ში გამოქვეყნებულ 11 გვერდიან წერილში, კათოლიკური ეკლესიის სულიერ ლიდერს, რომის პაპ ფრანცისკას, ეკლესიებში ბავშვებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის მიმართ თვალის დახუჭვის გამო, გადადგომისკენ მოუწოდა.

ვიგანოს თქმით, ფრანცისკამ 2013 წლის აქეთ იცოდა გასულ თვეში გადამდგარი კარდინალის, თეოდორე მაკგარიკის მხრიდან ბავშვებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაკკარიკის მიმართ რაიმე ზომები არ მიუღია.

"პაპმა ფრანცისკამ 2013 წლის 23 ივნისიდან იცოდა, რომ მაკკარკი ბავშვებზე სერიოზული მოძალადე იყო. მაგრამ, პაპმა თვალი დაუხუჭა კარდინალის მოძალადეობას, ამიტომაც, ფრანცისკასათვის ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება პაპობიდან გადადგომა რა, ეს კარგი და მისაბაძი მაგალითი იქნება კარდინალებისა და ეპისკოპოსებისთვის“ აღნიშნავს ვიგანო.

მისივე თქმით, კათოლიკურ ეკლესიაში ჰომოსექსუალების ძლიერი იატაკქვეშა ქსელი არსებობს და ისინი ძლიერ ზეწოლას ახდენენ ეკლესიებზე



მსგავსი ინფორმაციები