პომპეომაც მიულოცა მუსლიმანებს ყურბან ბაირამობა

“ეს არის ყველა ჩვენთაგანისთვის მისაბაძი საქმე“

1035849
პომპეომაც მიულოცა მუსლიმანებს ყურბან ბაირამობა

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მსოფლიოს ყველა მუსლიმს მიულოცა ყურბან ბაირამობა. ამასთან დაკავშირებით პომპეომ მისალოცი ვიდეო რგოლი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: "ყურბან ბაირამობას ვულოცავ ყველა მუსლიმს. ეს დღესასწაული არის მსოფლიოს სხავადასხვა კუთხეში მცხოვრები მუსლიმანების მეგობარ-ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან შეხვედრის და თაყვანისცემის დრო. ეს არის ყველა ჩვენთაგანისთვის მისაბაძი საქმე, რადგან, მუსლიმანები ღმერთს მსხვერპლს სწირავენ და მის ხორცს ურიგებენ ყველა გაჭირვებულს და ღარიბ-ღატაკს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით ყველა მუსლიმანს ვულოცავ ყურბან ბაირამობას".



მსგავსი ინფორმაციები