ჩავუშოღლუმ სტატია მისწერა ამერიკულ გაზეთ USA Today-ს

“უთანხმოებები დიპლომატიური გზებით უნდა მოვაგვაროთ"

1035752
ჩავუშოღლუმ სტატია მისწერა ამერიკულ გაზეთ USA Today-ს

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა თურქული ფოლადისა და ალუმინის ნაწარმებზე დამატებითი საბაჟო გადასახადების დაწესების გამო და აღნიშნა, რომ ტრამპი ამას შიდა პოლიტიკისათვის იყენებს და მის მაგივრად დიპლომატიური გზების გამოყენებისკენ მოუწოდა.

ჩავუშოღლუმ სტატია მისწერა ამერიკულ გაზეთ USA Today-ს და ხაზი გაუსვა, რომ ასეთი გადასახადების დაწესებით, ერთგულ მოკავშირე და პარტნიორ თურქეთს თანდათანობით იშორებს, რაც ისევ და ისევ მის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.

მისივე თქმით, გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი ქმედებების გაძლიერება-განმტკიცების საწინააღმდეგოდ, ტრამპი ასუსტებს მას, რაც უარყოფითად იმოქმედებს თვით ამერიკა-ევროპის კომერციულ ინტერესებზეც.

“ტრამპი, თურქეთზე გადასახადების გაზრდის ნაცვლად უნდა შეეცადოს უთანხმოებების დიპლომატიური გზებით მოგვარებას, რადგან, ტერ ორგანიზაცია დეაშთან ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლისას, ამერიკელი სამხედროები სწორედ რომ თურქეთის ინჯირლიკის სამხედრო ბაზას იყენებენ", წერს ჩავუშოღლუ 

თურქი დიპლომატი ასევე აღნიშნავს, რომ  ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხში აზრთა სხვაობა არსებობს, თუმცა, მრავალ სტრატეგიულ საკითხში ჯერ კიდევ  მოკავშირეები არიან.

"ყველას სასიკეთოდ, ჩვენს შორის არსებული უთანხმოებები დიპლომატიური გზებით უნდა მოვაგვაროთ", ხაზს უსვამს ჩავუშოღლუ



მსგავსი ინფორმაციები