ოსკარს ახალი კატეგორია დაემატა

კინოხელოვნების აკადემიის მიერ გაცემული, მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ოსკარის ჯილდოებში ცვლილებები ხორციელდება

ოსკარს ახალი კატეგორია დაემატა

კინოხელოვნების აკადემიის მიერ გაცემული, მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ოსკარის ჯილდოებში ცვლილებები ხორციელდება.

აკადემიის პრეზიდენტის, ჯონ ბეილისა და კინოაკადემიის აღმასრულებელი დირექტორის, დოუნ ჰადსონის განცხადებით, ოსკარების დაჯილდოების 91-ე ცერემონიაზე სამი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა.

მათგან პირველია სამაუწყებლო დროის სამი საათით შეზღუდვა, მეორე, ცერემონიის თარიღის უფრო ადრე გადმოტანა და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი კატეგორიის „არაჩვეულებრივი წარმატების მქონე პოპულარული ფილმი“-ს დამატება.

ამგვარად, 2001 წლიდან, როდესაც საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორია დაამატეს, ოსკარების რაოდენობა პირველად გაიზრდება.  


საკვანძო სიტყვები: კინოაკადემია , ოსკარი

მსგავსი ინფორმაციები