აქტივისტების გემი ღაზისკენ არ გაუშვეს

იგი აშდოდის ნავსადგურში გადაიყვანეს

აქტივისტების გემი ღაზისკენ არ გაუშვეს

 

ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალებმა, ღაზისადმი დაწესებული ემბარგოს გარღვევის მიზნით შვეციიდან გამოსული გემი სახელწოდებით-"თავისუფლება", ღაზისკენ მიმავალ გზაზე შეაჩერეს და აშდოდის ნავსადგურში გადაიყვანეს.

ისრაელის არმიის წერილობით განცხადებაში ნათქვამია: "ისრაელის საზღვაო ძალებმა შეაჩერეს გემი, რომელიც მიზნად ისახავდა ღაზის ბლოკადის გარღვევას და იგი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად შეაჩერეს და დააკავეს. გემბანზე აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ცდილობდნენ ბლოკადის გარღვევას, მაგრამ, მათი გემი აშდოდის ნავსადგურში იქნა გადაყვანილი და მასზე არსებული ჰუმანიტარული დახმარება ღაზელებს აქედან გადაეგზავნებათ".

თვით “თავისუფლების“ ფლოტის კუთვნილ ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ გუშინ საღამოს აქეთ გემთან ყველანაირი კავშირი გაწყვეტილი აქვთ და შეიძლება იგი დაკავებულ იქნა ისრაელის საზღვაო ძალების მხრიდან.

ჰუმანიტარული დახმარების გემზე 5 ქვეყნიდან 12 აქტივისტი და კიდევ 2 ჟურნალისტია



მსგავსი ინფორმაციები