TASC-მა ამერიკულ Washington Post"-ში განცხადება გამოაქვეყნა

მათ ფეტულაჰ გულენის ექსტრადიცია მოითხოვეს

1013348
TASC-მა ამერიკულ Washington Post"-ში განცხადება გამოაქვეყნა

 

აშშ-ს თურქულმა საორგანიზაციო კომიტეტმა TASC-მა, რომელიც აშშ-ში მოქმედ დაახლოებით 150 თურქულ-ამერიკულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს, 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის მე-2 წლისთავთან დაკავშირებით ამერიკულ პოპულარულ გაზეთ Washington Post"-ში გამოქვეყნებულ  ერთ ფურცლიან განცხადებაში, ვაშინგტონი, "ფეტულაჰის" ტერორისტული ორგანიზაცია, პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის, FETO/PDY-ს შესახებ გააფრთხილა და ხსენებული ორგანიზაციის ლიდერის, ფეტულაჰ გულენის ანკარისათვის გადაცემა მოითხოვა.

TASC-ი ამ განცხადებაში მკითხველს ახსენებს, რომ 15 ივლისს პუტჩის მცდელობის დროს სტამბოლში და ანკარაში დიდი რაოდენობით სახელმწიფო შენობები, მათ შორის პარლამენტიც დაიბომბა, შეჰიდი გახდა 251 ადამიანი, ხოლო 2 ათასზე მეტი დაიჭრა.

“ამ პუტჩის ორგანიზატორი, პენსილვანიის შტატის დაბა საილოსბერგში მცხოვრები ფეტულაჰ გულენი იყო და მისი დაწყების ბრძანებაც სწორედ მან გასცა, რაც დასტურდება უამრავი მტკიცებულებებით და ფაქტებით. გულენის ეს ქმედება ძალიან მიაგავს 1993 წელს ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის ავტორის, ამჟამად ამერიკაში პატიმრობაში მყოფი შეიხ ომერ აბდურრაჰმანის ქმედებას. ეს უკანასკნელი სასჯელს იხდის, მაგრამ, გულენის მიმართ კი რაიმე გამოძიებაც არ დაწყებულა, როცა საჭიროა მისი ანკარისათვის გადაცემა“, აღნიშნულია TASC-ის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები