გლობალური პერსპექტივა 27.2018

დაკარგული ცივილიზაციის მკვლევარი: ფუათ სეზგინი

1005080
გლობალური პერსპექტივა 27.2018

გლობალური პერსპექტივა 27.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

დაკარგული ცივილიზაციის მკვლევარი: ფუათ სეზგინი

პროფესორი ფუათ სეზგინი ისეთი მეცნიერია, რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა მუსულმანთა თანამედროვე მეცნიერების განვითარებას. იგი  94 წლის ასაკში,  გასულ კვირას გარდაიცვალა. 94 წლის მანძილზე მის მიერ მიღწეული წარმატებები და დატოვებული მემკვიდრეობა იმდენად დიდია, რომ რამდენიმე სხვა ადამიანის სიცოცხლესაც ეყოფა.

რატომ არის ეს დიდი მეცნიერი განსხვავებული?

ახლა ამ თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

ბითლისიდან დაწყებული მსოფლიო მოგზაურობა...

ფუათ სეზგინი 1924 წელს ქალაქ ბითლისში დაიბადა.  მან დაწყებითი   განათლება რაიონში მიიღო. აკადემიური განათლება კი 1943 წელს სტამბოლის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში დაიწყო. მან ამ პერიოდში გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე,  ჰელმუთ რიტტერი გაიცნო.

ზოგჯერ ბოროტებისგან კარგი შეიქმნება...

მაშინ, როდესაც ფუათ სეზგინი აკადემიურ განათლებას აგრძელებდა, 1960 წლის გადატრიალების დროს, როგორც სხვა მეცნიერები, ისიც დაითხოვეს უნივერსიტეტიდან. მისი ერთადერთი დანაშაული კი ის გახლდათ, რომ მისი ძმა დემოკრატიული პარტიის რაიონული ოფისის თავჯდომარე გახლდათ. ფუათ სეზგინი მაშინ სულ რაღაც 36 წლის გახლდათ. ამ ყველაფრის შემდეგ თურქეთში უმუშევრად  და უმწეოდ დარჩა. მაგრამ როგორც ყოველთვის, წესიერი და გამრჯე ადამიანები საკუთარი ქვეყნის ნაცვლად სხვა ქვეყნებში სამუშაოებს ნახულობენ. ფუათ სეზგინი წლების შემდეგ იმ სამხედროებს, რომლებმაც უნივერსიტეტიდან დაითხოვეს, ამ სიტყვებით უხდის მადლობას: „თქვენი პოლიტიკა და ნამოქმედარი არ მომწონს. მაგრამ თქვენი მადლობელი ვარ. ვინაიდან თქვენ რომ ჩემი თავი უნივერსიტეტიდან არ გაგერიცხათ, გერმანიაში სამეცნიერო სამუშაოებს ვერ გავაგრძელებდი“.  მაშინ როდესაც ფუათ სეზგინი უნივერსიტეტიდან დაითხოვეს, გერმანიიდან და ამერიკოდან მიწვევა მიიღო. მან კი გერმანია ირჩია. იგი აქ განხორციელებული სამეცნიერო კვლევებით მსოფლიოში ყველაზე პატივსაცემ მეცნიერად იქცა.

მუსლიმები ისტორიაში არ არსებობდნენ?

ფუათ სეზგინის ცხოვრებას თუ გადავხედავთ, დავინახავთ რომ იგი მსოფლიო დონის მკვლევარი მეცნიერია. იგი მთელ დროს ბიბლიოთეკებში ატარებდა და ჭამისთვისაც კი ვერ იცლიდა. იმ აზრის, თითქოსდა  მუსლიმანებს თანამდეროვე მეცნიერებაში თავიანთი წვლილი არ ჰქონდეთ  შეტანილი, იგი ყოველთვის ამის წინააღმდეგი იყო. ფუათ სეზგინის ცხოვრება, მისი  საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მრავალი ტექნოლოგიური განვითარების საქმიანობა, მუსლიმან მკვლევართა წვლილს გამოხატავს. იგი ასევე აცხადებდა, რომ ძველი ბერძნული ხანის მეცნიერული კვლევები და ფილოსოფია, თანამედროვე ცივილიზაციაში მუსლიმანი მეცნიერების მიერ იქნა დანერგილი. სამწუხარო კი ისაა, რომ ფუათ სეზგინის ისლამის ისტორიის შესახებ ჩატარებულ კვლევებს ისლამურ ქვეყნებზე მეტად დასავლური ქვეყნები იყენებენ.

პიროვნება, მიდგომა და წვლილი

ფუათ სეზგინის ცხოვრებაზე გერმანელი აღმოსავლეთმცოდნის,  ჰელმუთ რიტტერის სამუშაო დისციპლინა დიდ ზეგავლენას ახდენდა.  რიტტერთან პირველი შეხვედრის დროს, მის მიერ მუსლიმი  მეცნიერების დასახელებამ სეზგინი გააკვირვა კიდეც, რადგან, მათგან ზოგიერთს თვითონაც კი არ იცნობდა.  რიტტერმა ერთ დღეს სეზგინს ჰკითხა, თუ დღეში რამდენ საათს მუშაობდა. სეზგინმა კი ასე უპასუხა: „დღეში 13-14 საათს ვმუშაობ“, რაზეც  რიტტერმა  ასე უპასუხა: „ამ მუშაობით მეცნიერი ვერ გახდები“.   ფუათ სეზგინი  მას შემდეგ ხანდაზმულობის პერიოდამდე,  დღეში 17-18 საათს მუშაობდა. ამიტომ მის პიროვნებაზე როცა ვსაუბრობთ, შეიძლება ასე შევაფასოთ, მან დაღლა არ იცოდა რა იყო. ფუათ სეზგინი მუსლიმანი მეცნიერების აქტიურობის პერიოდს გვაგონებს. ამიტომ იგი მუშაობის დროს ადამიანების ენას, რწმენას, ერს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, არამედ მხოლოდ მის ცოდნაზე იყო ორიენტირებული.  რა თქმა უნდა ფუათ სეზგინი მუსლიმანი მეცნიერების მიერ მეცნიერებაში და ტექნილოგიების განვითარებაში შეტანილ წვლილსაც დეტალურად იკვლევდა. ამასთან ერთად იგი მხოლოდ მეცნიერი არ გახლდათ,  იგი ყოველთვის ცდილობდა ფონდების და ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. სეზგინი მის მთელ შემოსავალს სწორედ რომ მათზე ხარჯავდა. მან ამ თვალსაზრისით ფრანკფურტში და სტამბოლში ისლამური მეცნიერების  და ტექნოლოგიის ისტორიული  მუზეუმები დაარსა.

ორი გერმანია

ფუათ სეზგინის ცხოვრებაში გერმანიას სულ სხვა ადგილი უჭირავს. 1960 წლის გადატრიალების შემდეგ მისთვის სამუშაოს პირობების შემქმნელი გერმანიისადმი დიდ  პატივს ყოველთვის აღნიშნავდა.

ბოლო პერიოდამდე თურქეთში და ისლამურ სამყაროში ფუათ სეზგინს ნაკლებად იცნობდნენ.  მაგრამ მან ჩატარებული მეცნიერული კვლევებით და დაწერილი ნაწარმოებებით, შეიძლება ითქვას, რომ მომავალი მეცნიერებისთვის ერთგვარი გზამკვლევი გახდა და ასე წავიდა ამქვეყნიური ცხოვრებიდან,

წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები