ერდოღანის გამარჯვება დოჰაშიც აღნიშნეს

ერდოღანის გამარჯვება დოჰაშიც აღნიშნეს

1001655
ერდოღანის გამარჯვება დოჰაშიც აღნიშნეს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გასული კვირის ბოლოს თურქეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება კატარის დედაქალაქ, დოჰაშიც აღნიშნეს. ერდოღანის არჩევნების გამარჯვების საზეიმო ღონისძიება წარმოშობით სირიელმა ბიზნესმენმა ფეჰდ ჰამედ ალ-აზაბ ალ-მეშჰედანიმ გამართა.  ღონისძიებებს თურქეთის ელჩი დოჰაში,  ფიქრეთ ოზერი, დოჰაში თურქული სკოლების, სხვადასხვა  ორგანიზაციების წარმომადგენლები  და სირიელები დაესწრნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსულმა თურქეთის ელჩმა სირიელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამდაგვარი ღონისძიებები ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ალ-მეშჰედანიც, რომელმაც ერდოღანის გამარჯვების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი გამარჯვება, რეგიონის მოსახლეობისთვის და ისლამური სამყაროსათვის ძალიან მნიშვნელოვანია.



მსგავსი ინფორმაციები