ისლამური სამყარო წმ. ყურანის ზეგარდმოვლენის დაწყების ღამეს აღნიშნავს

დღეს ყადირის ღამეა

ისლამური სამყარო წმ. ყურანის ზეგარდმოვლენის დაწყების ღამეს აღნიშნავს

დღეს, ისლამური სამყარო, ათას თვეზე უფრო სასარგებლოდ (ძვირფასად)   მიჩნეული ყადირის ღამეს აღნიშნავს. ისლამის რწმენის მიხედვით წმ. ყურანის ზეგარდმოვლენა ამ ღამეს, ანუ ყადირის ღამეს დაიწყო. ეს ღამე პატიების და ვედრებების ასრულების ერთადერთი ღამეა, რომელიც ყურანში არის მოხსენიებული. წმ. ყურანში სურა ყადირში ეს ღამე ასეა აღწერილი: „უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი (წმ. ყურანი) ყადირის ღამეს! რა გამცნობს შენ რას ნიშნავს ყადირის ღამე? ყადირის ღამე ათას თვეზე უკეთესია! ღმერთის ნებით გადმოდიან ანგელოზები და სული, (მთავარანგელოზი ჯებრაილი) ყოველი ბრძანების შესასრულებლად. ის ღამე ცისკრის ამოსვლამდე, მშვიდობითა და ბედნიერებითაა აღსავსე“! დღევანდელ ღამესთან დაკავშირებით, თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოც სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს.



მსგავსი ინფორმაციები