დღეს ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა საერთაშორისო დღეა

ეს დღე ზეიმით აღინიშნება თურქეთის ოთხივ კუთხეში

დღეს ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა საერთაშორისო დღეა

 

დღეს 23 აპრილია, ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა საერთაშორისო დღე და მას აღნიშნავენ თურქეთის ოთხივ კუთხეში, თურქეთის უცხოეთის წარმომადგენლობებში და ჩრდილოეთ კვიპროსში.

თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ ქცეულ 1920 წლის 23 აპრილს მუშაობა დაიწყო თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა და თურქი ხალხის ბელადმა, ქემალ ფაშა ათათურქმა, ეს დღე არმაღანად უძღვნა ბავშვებს რა, მას შემდეგ ეს დღე ზეიმით აღნიშნება, ხოლო 1979 წლიდან კი თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT/თრტ-ს ინიციატივით, ეს დღე, როგორც მსოფლიო ბავშვთა საერთაშორისო დღე, ისე აღინიშნება და ყოველწლიურად მსოფლიოს ათობით ქვეყნიდან ასობით ბავშვი ჩამოდის ამ დღის აღსანიშნავად.

23 აპრილთან დაკავშირებით საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაცია, ეროვნული განათლების მინისტრ ისმეთ ილმაზის თავჯდომარეობით დღეს დილის ცხრა საათზე ეწვია ანითკაბირს, ე.ი. ათათურქის მავზოლეუმს და ჯერ ყვავილების გვირგვინით შეამკეს იგი, შემდეგ კი ყველამ ეროვნული ჰიმნი შეასრულა.  

დღეს შუადღისას, საპრეზიდენტო კომპლექსში გალა კონცერტი გაიმართება და მას პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანიც დაესწრება.

შუადღის შემდეგ პარლამენტის შენობაში სპეციალური შეკრება გაიმართება რა, აქ სიტყვით გამოვლენ საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები, ხოლო საღამოს კი აქვე ოფიციალური მიღება შესდგება



მსგავსი ინფორმაციები