ხვალ ბავშვთა საერთაშორისო დღეა

სტუმარი ბავშვები დღეს თრტ-ს და ანითკაბირს ეწვივნენ

ხვალ ბავშვთა საერთაშორისო დღეა

 

ხვალ, 23 აპრილია, ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა საერთაშორისო დღე და მას 40 წელია რაც აღნიშნავენ თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა, TRT/თრტ-ს სპონსორობით და ორგანიზებით რა, წლევანდელ ზეიმში მსოფლიოს 40 ქვეყნიდან 800 ბავშვი მიიღებს მონაწილეობას და გალა კონცერტს ხვალ, ქალაქი ბურსა უმასპინძლებს.

სწორედ მის ფარგლებში მსოფლიოდან ჩამოსული ბავშვები დღეს, თრტ-ს ეწვივნენ და ისინი მიიღო ამ უწყების გენერალურმა დირექტორმა იბრაჰიმ ერენმა, რომელმაც ჯერ ბავშვებს 23 აპრილი, ძმობის, მეგობრობის და მშვიდობის დღე მიულოცათ, შემდეგ მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცათ.

მიღების ცერემონიის დასრულების შემდეგ, ეროვნულ სამოსში გამოწყობილ ბავშვებს სადილი აჭამეს, შემდეგ კი, მათთვის ამ დღის არმაღანად მიმძღვნელი პირის, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, ათათურქის მავზოლეუმს, ანითკაბირს ეწვივნენ და ყვავილების გვირგვინით შეამკეს იგი.

სტუმარი ბავშვები დღეს საღამოს საპრეზიდენტო კომპლექსში კონცერტს გამართავენ, რომლის წამყვანი იქნება, ეგეოსის ზღვაში დაღუპული 3 წლის სირიელი ბავშვის, აილას შესახებ გადაღებული ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი, კორეელი გოგონა კიმ სეული     



მსგავსი ინფორმაციები