აუს-მ განცხადება გაავრცელა
“სახელმწიფო მოხელეები 26 აპრილამდე უნდა გადადგნენ“
როგორც ცნობილია თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ვადა შეიცვალა და 2019 წლის ნოემბერში ჩასატარებელი ეს არჩევნები, მიმდინარე წლის 24 ივნისისათვის გადმოიტანეს.
ამასთან დაკავშირებით არჩევნების უმაღლესმა საბჭომ (აუს) დღეს გამოაცხადა, რომ ის სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც აპირებენ თავიანთი კანდიდატურის წამოყენებას, თანმდებობები უნდა დასტოვონ 26 აპრილამდე და შესაბამისი განცხადებები უნდა წარუდგინონ არჩევნების უმაღლეს საბჭოს.
ვადამდელი არჩევნების დანიშვნის დადგენილება გუშინწინ პარლამენტის გენერალურმა სესიამ დაამტკიცა, რის კვალდაკვალ იგი იმავე დღეს გამოქვეყნდა ოფიციალური სამთავრობო გაზეთში და იმ დღიდანვე შევიდა ძალაში.
აუს-ს განცხადებითვე, საარჩევნო უბნების დადგენისას და დეპუტატების რაოდენობის განსაზღვრისას, მისამართზე დაფუძნებულ სამოქალაქო რეესტრის 2017 წლის სისტემიდან მიღებულ ინფორმაციებს დაეყრდნობიან
მსგავსი ინფორმაციები
დღეს 23 აპრილია...
თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გახსნის, ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დაცვის დღე