ერდოღანმა მსოფლიო თანამეგობრობას მოწოდებით მიმართა

“ამ ახალ სამყაროში ახალ მშვიდობას ჩავუყაროთ საძირკველი“

ერდოღანმა მსოფლიო თანამეგობრობას მოწოდებით მიმართა

 

ერდოღანი სიტყვით გამოვიდა სტამბულში მიმდინარე გლობალური მეწარმეობის კონგრესზე და შეეხო რა სირიაში სამოქალაქო პირების სიკვდილს, მსოფლიო თანამეგობრობას და ვარილის ბომბების გამომყენებელ ქვეყნებს მოუწოდათ, “ამ ახალ სამყაროში ახალ მშვიდობას ჩაუყარონ  საძირკველი“.

იგი შეეხო ასევე  მოკავშირეების მხრიდან, შაბათს, ესადის რეჟიმის კუთვნილ სტრატეგიულ და ქიმიურ ობიექტებზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას და აღნიშნა, რომ არ შეიძლება ქიმიური იარაღით დაღუპულები გამოვყოთ ჩვეულებრივი იარაღით დაღუპულებისგან.

მისივე თქმით, თურქეთმა დღემდე 31 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა დახარჯა სირიელი ლტოლვილებისათვის და ევროკავშირს წლების წინ ანკარისათვის შეპირებული 6 მილიარდი ევრო კი ჯერ კიდევ არ გადმოუცია.

"ჩვენ არც სასტიკი დიქტატორების წყალობაზე დავტოვეთ და არც ხმელთაშუაზღვის ტალღებს ვანდეთ ლტოლვილები და ყველას ფართოდ გავუღეთ კარი. ამ ჰუმანურ დამოკიდებულებას დღესაც ვაგრძელებთ. ჩვენ მთელი კატეგორიულობით ვებრძვით იმ ტერორისტებსაც, რომლებიც მთავარი მიზეზი გახდნენ ამ ლტოლვილებისა და ამასთან საფრთხის წყაროს წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის“, განაცხადა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები