ტრამპის მრჩეველი გადადგა

მისი გადადგომა ჯონ ბოლტონმა მოითხოვა

ტრამპის მრჩეველი გადადგა

 

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი შიდა უსაფრთხოების საკითხებში  ტომ ბასერტი, თანამდებობიდან გადადგა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერმა ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა: "დონალდ ტრამპი მადლიერია ტომისადმი ქვეყნის უსაფრთხოებისა და უშიშროებისადმი ერთგულების მიმართ. ბასერტმა უდიდესი მცდელობები გამოიჩინა ქვეყნის ტერორისტული საფრთხეებისგან დაცვის, კიბერ უსაფრთხოების გაძლიერების და სტიქიური უბედურებებისგან დაცვის საკითხებში და ამიტომ პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მისი ამ პატრიოტული მომსახურებისადმი“.

ბასერტის თანამდებობიდან წასვლის მიზეზების შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა, ამერიკული მედია ამტკიცებს, რომ ეს გადადგომა გამოიწვია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველად ჯონ ბოლტონის დანიშვნამ და სწორედ მან მოსთხოვა ბასერტს თანამდებობის დატოვება



მსგავსი ინფორმაციები