პუტინი მერკელს ტელეფონით დაუკავშირდა

განიხილეს სირიის და უკრაინის საკითხები

პუტინი მერკელს ტელეფონით დაუკავშირდა

 

კრემლიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, მორიგი სატელეფონო საუბარი შესდგა ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის, რომლის დროსაც ძირითადი ყურადღება სირიის დედაქალაქ დამასკოს აღმოსავლეთ გუტას რეგიონში განხორციელებული ქიმიური იარაღით თავდასხმა და რუსეთ-უკრაინის კრიზისი განიხილეს.

ამავე განცხადებით, რუსეთმა მიანიშნა, რომ ქიმიური თავდასხმის პროვოკაცია და სპეკულაცია მათთვის მიუღებელია.

“პუტინმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული  2401 რეზოლუცია შესაბამისად და აღნიშნა, რომ სირიაში გაჭირვებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გააფართოებენ“, ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

პუტინმა და მერკელმა უკრაინის საკითხიც განიხილეს და აღინიშნეს, რომ მინსკის შეთანხმებას ჯერ ჯერობით ალტერნატივა არ გააჩნია და ამიტომ  საჭიროა ორივე მხარემ მისი ვალდებულებების განხორციელებისთვის მცდელობები არ დაიშურონ



მსგავსი ინფორმაციები