დედამიწას უწყლობა ემუქრება

2050 წელს დედამიწაზე უწყლოდ დარჩება 5 მილიარდამდე ადამიანი

დედამიწას უწყლობა ემუქრება

 

გაერომ 2018 წლის წყლის ანგარიში გამოაქვეყნა და მისი მიხედვით, 2050 წელს დედამიწაზე უწყლოდ დარჩება 5 მილიარდამდე ადამიანი.

ამავე ანგარიშით, ბოლო 100 წლის განმავლობაში ძალზედ დაჩქარდა წყლის გამოყენება და თუ ასე გაგრძელდება, მაშინ, 2025 წლამდე ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროებში წყლის მოხმარება 70%-ით გაიზრდება.

“1990 წლის შემდეგ მდინარეების დაბინძურებამ სერიოზულ ზომებს მიაღწია. გარდა ამისა გვალვებმა მოიცვა მსოფლიოს მრავალი რეგიონი, განსაკუთრებით აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები. ასე რომ, დღეს გვალვიან რეგიონებში ცხოვრობს 1 მილიარდ 800 მილიონი ადამიანი, რაც დედამიწის მთლიანი მოსახლეობის ერთი მესამედია“, აღნიშნულია გაეროს ანგარიშში.



მსგავსი ინფორმაციები