თურქული კლასიკური მუსიკალური კონცერტი რომაში

11-18 იანვარს, იტალიაში ჩატრდა „Errichetta“-ს მე-8-ე საერთაშორისო ტრადიციულ მუსიკალური ფესტივალი

888392
თურქული კლასიკური მუსიკალური კონცერტი რომაში

იტალიის დედაქალქ რომაში კონცერტი გამართეს თურქმა ნეიზენმა ომარ ერდოღდულარმა და ბარაბანისტმა მურად აიდემირმა.

იუნუს ემრეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, 11-18 იანვარს „Errichetta“-ს მე-8-ე საერთაშორისო ტრადიციულ მუსიკალურ ფესტივალზე ერდოღდულარმა და აიდემირმა წარმოადგინეს მე-17-ე საუკუნის თურქული კლასიკური  მუსიკის ისეთი ნაწარმოებები, როგორებიცაა:- ნუმან აღას „ბესტენიგარის ფეშრევი“, შეიხ საიდ დედეს „შევკ-ეფზა საზ სემაი“, თამბური ჯემილ ბეის „ფერაჰფეზა ფეშრევი“, ისმაილ დედე ეფენდის „ფერაჰფეზა აინი“, „სონ ფეშრევ სონ იურუკ სემაი“ და ბილოს ველი დედეს „ჰიჯაზ საზ სემაი“.

„Errichetta“-ს მუსიკალურ ფესტივალი მიზნად ისახავს ტრადიციული ხალხური მუსიკის დაცვას და შენარჩუნებას.

ფესტივალის ფარგლებში, რომაში კონცერტებს ატარებენ და ლაბორატორიულ სამუშაოებს წარმართავენ ისეთი ქვეყნების მუსიკის შემსრულებელი ხელოვანები, როგორიცაა თურქეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, გერმანია, ახალი ზელანდია და ამერიკის შეერთებული შტატები.

ფესტივალი ასევე მიზნად ისახავს ახალი ტერიტორიების მოძიებით ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების მუსიკის გამდიდრებას.



მსგავსი ინფორმაციები