საუდის არაბეთის ქალებმა ფეხბურთის მატჩს სტადიონზე უყურეს

ეს იყო ქვეყნის ისტორიაში პირველი მოვლენა

საუდის არაბეთის ქალებმა ფეხბურთის მატჩს სტადიონზე უყურეს

პირველად საუდის არაბეთში, ქალმა გულშემატკივრებმა ფეხბურთის მატჩს სტადიონზე უყურეს.

საუდის არაბეთის პროფესიულ ლიგაში მოთამაშე კლუბების ელ ეჰლის და ელ ბეტინის შეხვედრას, პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში ქალებიც დაესწრნენ და ამის უფლება მათ ქვეყნის ხელისუფლებამ მისცათ.

ქალაქ ჯიდდეს სტადიონზე დაშვებულმა ქალმა გულშემატკივრებმა დიდი კმაყოფილება გამოთქვეს ამ ქვეყანაში დაწყებული რეფორმების მიმართ, რომლებიც ქალთა უფლებებს აფართოებენ.

ამ ბოლო ხანებში საუდის არაბეთში ქალებს მძღოლის მოწმობის აღების და მანქანის მართვის უფლება მიეცათ, ხოლო ერთი ახალი კანონით კი 25 წლის ასაკს გადაცილებულ ქალებს ოჯახის წევრი მამაკაცის თანხლების გარეშე, მარტო გასვლის და მოგზაურობის უფლება მიეცათ  



მსგავსი ინფორმაციები