ნიაგარის ჩანჩქერიც გაიყინა

აქ ყინვები მინუს 30 გრადუსის ქვეშ აჩვენებს

ნიაგარის ჩანჩქერიც გაიყინა

კანადაში დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე ყინვიანმა ამინდებმა განთქმული ნიაგარის ჩანჩქერის წყლებიც გაყინა და ისინი ყინულის ნაწილების სახით მიედინებიან მდინარეში.

მსოფლიოს განთქმული ეს ჩანჩქერი ზამთრის თვეებში ფაქტიურად ყოველ წელს იყინება და არც წლევანდელი ზამთარია გამონაკლისი. ნიაგარაზე უიშვიათესი სილამაზის ყინულის ლოლუები და ფიგურებია შექმნილი და მათ გადასაღებად ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები კანადურ მხარეს ირჩევენ.

ეს ჩანჩქერი, რომელიც ნიაგარის სახელწოდების მდინარეშივე ჩაედინება, აშშ-ს და კანადის საზღვარზე მდებარეობს და უკვე რამდენიმე დღეა რაც აქ ყინვები მინუს 30 გრადუსის ქვეშ აჩვენებს    



მსგავსი ინფორმაციები