ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცი 13 დეკემბერს სტამბოლში შეიკრიბება

ისინი იერუსალის საკითხს განიხილავენ

862658
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცი 13 დეკემბერს სტამბოლში შეიკრიბება

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა,  იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ იერუსალიმის რელიგიური, ისტორიული და კულტურული სტატუსიდან გამომდინარე, ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება სავალალო იქნება. მან ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. „იერუსალიმი ჩვენი ღირსებაა, ჩვენი ერთობლივი ბრძოლის საგანია, როგორც გუშინ ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა, იერუსალიმი ჩვენი წითელი ხაზია. მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ისედაც დაძაბულ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. ამერიკის მთავრობას მოვუწოდებთ ამ შეცდომისგან თავი შეიკავოს,“ განაცხადა ქალინმა. პრეზიდენტის პრესსპიკერმა პრესკონფერენციის დროს ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა,  პალესტინის სახელმწიფო მეთაურის ჩათვლით, მალაიზიის, ტუნისის, კატარის, საუდის არაბეთის, პაკისტანის, ინდონეზიის და სხვა ქვეყნების ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა. ქალინის თქმით დღეს, ერდოღანი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას საგანგებოდ მოიწვევს. შეხვედრა  13 დეკემბერს,  სტამბოლში პრეზიდენტ,  ერდოღანის მასპინძლობით გაიმართება. პრესსპიკერმა ბოლოს ისიც დაამატა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ისლამური ქვეყნების ერთად მოქმედება ძალზედ მნიშვნელოვანია.   



მსგავსი ინფორმაციები