თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები: 46/ 2017

თურქული სამყაროს ეროვნული გამოღვიძების სიმბოლოებიდან                                      ისმაილ გასპირალი

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები: 46/ 2017

            თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები: 46/ 2017

           თურქული სამყაროს ეროვნული გამოღვიძების სიმბოლოებიდან

                                     ისმაილ გასპირალი

    თურქული სამყაროს ეროვნული გამოღვიძების მნიშვნელოვან სიმბოლოდ ითვლება ისმაილ გასპირალი, რომელიც დაიბადა 1851 წელს და გარდაიცვალა 1914 წელში. იგი არის თურქული სამყაროს ერთიანობის იდეის გული და ძირითადი თეორიის წარმომადგენელი.

დღეს გაგაცნობთ მას და გავაანალიზებთ მისი შემოქმედების ზეგავლენას თანამედროვე ცხოვრებაზე.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

      თურქულ სამყაროში, როცა საუბარია ერთიანობის იდეაზე, პირველ რიგში გვაგონდება ისმაილ გასპირალი, რომელიც დაიბადა ყირიმის ბახჩესარაის მიმდებარე სოფელ ავჯიქოუში.  რუსულ სკოლებში მიღებულმა განათლებამ და რუსეთის ცარიზმის პრო თურქულმა პოლიტიკამ, მასში ეროვნული გრძნობები გააღვიძა.  1868 წელს კი, ბაჰჩესარაიში დაიწყო მუშაობა რუსული ენის მასწავლებლად. 1872 წელს პარიზში წავიდა სასწავლებლად, სადაც დაჰყო ორი წელიწადი, გაეცნო და ახლოს გამოიკვლია დასავლეთის კულტურა. 

      იგი გახლდათ ყირიმელი თათარი თურქი. წუხდა, რომ თურქებს ვერ ხედავდა ერთობაში და ამის შესახებ ამბობდა:-„თუ ეს ასე გაგრძელდება რუსეთში მცხოვრები თურქების მომავალი ბნელი იქნება“. თურქული სათვისტომოები, თუ გააგრძელებენ უერთმანეთოდ ცხოვრებას, ელით სლავურ ზღვაში დაკარგვის საშიშროება. ამ სხვაობის გადალახვის და პრობლემის გადაჭრისთვის, საჭიროა ერთობლივად მოქმედება. გასპირალის სჯეროდა იმისთვის, რომ არ მომხდარიყო რუსეთის ცარიზმში თურქების ასიმილაცია, საჭირო იყო საერთო ენის გარშემო გაერთიანება და თვითმყოფადობის შენარჩუნება.  ამ იდეის ცხოვრებაში გატარების მიზნით მან, მხოლოდ თურქული გასაგები და უბრალო ენით დააპროექტა და გამოსცა გაზეთი, სადაც თურქულ სამყაროს მოწოდებით მიმართა შემდეგი ლოზუნგით:-„ერთობა ენაში, აზროვნებასა და საქმიანობაშია“. ამ გაზეთის სახელი გახლავთ „თერჯუმანი“. ისმაილ გასპირალის 1883 წელში გამოცემული გაზეთი „თარჯუმანი“, რუსეთში მცხოვრები თურქების ჩათვლით, მთელი თურქული სამყაროსთვის იყო ეროვნული და ინტელექტუალური გამოღვიძების გაკვლევა.  გასპირალის გაზეთმა გამოხმაურება ჰპოვა თურქული სამყაროს ყველა კუთხეში და მას გაეცნო ყველა განათლებული ინტელექტი.  განსაკუთრებით დიდი დაინტერესება გამოიწვია აზერბაიჯანსა და ყირიმში. მისი ინიციატივით დაიწყო რუსეთში მცხოვრები თურქების ინტელექტუალური, კულტურული და პოლიტიკური მოძრაობის მცდელობა. ისმაილ გასპირალის პროგრამა ითვალისწინებდა რეფორმას განათლებაში,  თურქულ სათვისტომოებს შორის საერთო სალიტერატურო ენის შექმნას, მამაკაცების მსგავსად ქალებისთვის განათლების აუცილებლობას.  

      რუსების, თურქების ასიმილაციის მიზნით, გარუსების პოლიტიკის შეგნებით, გასპირალიმ დაიწყო თურქების გაერთიანებისადმი მიმართული რეფორმისტული სამუშაოები. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა გახლდათ, 1884 წელში გახსნილი „უსი ჯედითი“ იგივე ახალი მეთოდით გახსნილი სკოლა. ყირიმის, ბაჰჩესარაის სკოლებში  დაფუძნებული იოლი სწავლების მეთოდი, თანდათან დიდ გამოხმაურებას ჰპოვებს და  უმოკლეს დროში გავრცელდება რუსეთის სხვა თურქულ და ისლამურ რეგიონში. ხელს შეუწყობს მთელი თურქული სამყაროს ეროვნული ცნობიერების გაღვიძების მცდელობას.

      ისმაილ გასპირალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობა გახლდათ, თურქულ სამყაროში, ერთიანობის იდეასთან დაკავშირებით საერთო თურქული ენის ჩამოყალიბების ინიციატივა. იგი ცდილობდა ოსმანურ და თათრულ დიალექტებს შორის შუამავლის შემსრულებელი ყირიმული დიალექტის საფუძველზე სტამბოლის თურქულის გამარტივებას და თურქული სამყაროსთვის საერთო სალიტერატურო ენად გადაქცევას.  ცდილობდა, თურქულ ენის სპარსული და არაბული სიტყვებისგან გაწმენდა და ხალხისთვის მისაწვდომი სახით გამარტივება. გასპირალის თერჯუმანის გაზეთით გავრცელებული ენა, გავლენიანი გახდა ყირიმის, იდილ-ურალის, კავკასიის და თურქისტანელი საზოგადო მოღვაწეების და ინტელიგენციისთვის. ამ ენით ნაწერებმა ფართო სპექტრიც წარმოქმნა, მაგრამ ისმაილ გასპირალის ინიციტივით შექმნილ საერთო ენას, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პერიოდში შეფერხება შეექმნა და წახალისება მიეცა ადგილობრივი ენების გაფართოებას.

          გაზეთ თერჯუმანის მეშვეობით, ისმაილ გასპირალის ძირითადი მიზანი იყო საერთო თურქული ენის დაფუძნება და ამ მიზნით საერთო ენად შეარჩია სტამბოლის დიალექტი.

გასპირალის აზრით საჭიროა სტამბოლის დიალექტის გამარტივებაც. აუცილებელია ხალხისთვის გაუგებარი სიტყვების მარტივი და გასაგები სიტყვებით შეცვლა.

      დღეს, რ.თ ერდოღანის, ნურსულთან ნაზარბაევის და ილჰამ ალიევის მსგავსი ლიდერების მცდელობით, ისმაილ გასპირალის იდეალები ცოცხლდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურებში. სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიც არიან თურქული საბჭო, თურქეთის აკადემია, TÜRKSOY და სხვა.

 შეიძლება გამოიკვეთოს, რომ ამ მუშაობის მიზანს არ წარმოადგენს პან-თურქიზმი ანდა პან-თურანიზმი. იმიტომ, რომ ეს ორგანიზაციები არ არიან რომელიმე სახელმწიფოს და ეროვნების მიმართ მტრულად და სიძულვილით განწყობილნი. მათი მიზანია მხოლოდ სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარება და კიდევ არ გვინდა რომ ვინმე ეჭვით მიუდგეს ამ ორგანიზაციებს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ისმაილ გასპირალის გამოთქმული იდეის, ერთობა ენაში, აზროვნებასა და საქმიანობაში, თურქული სამყაროს ცხოვრებაში გატარება, სერიოზულ წვლილს შეიტანს მსოფლიოს მშვიდობაში.

ეს გახლდათ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...



მსგავსი ინფორმაციები