ბაქოში თურქული ფილმების კვირეული დაიწყო

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში თურქული ფილმების კვირეული რეჟისორ ჯანერ ერზინჯანის ფილმის „ახალი მსოფლიო“ ჩვენებით დაიწყო

849507
ბაქოში თურქული ფილმების კვირეული დაიწყო

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში თურქული ფილმების კვირეული რეჟისორ ჯანერ ერზინჯანის ფილმის „ახალი მსოფლიო“ ჩვენებით დაიწყო.

კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით ადგილობრივი ანალიტიკური ასოციაციის მიერ ორგანიზებული კვირეულის გახსნას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი ებულფეს გარაევი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ქალაქ ორდუს დეპუტატი მეთინ გუნდოღდუ, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი იალჩინ თოფჩუ, თურქეთის ელჩი ბაქოში ერქან ოზორალი, აზერბაიჯანელი დეპუტატები და კინოსა და ხელოვნების სამყაროს წარმომადგენლები.     

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსულმა თოფჩუმ დამსწრეებს პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანის მოკითხვაც გადასცა. მისი თქმით, აზერბაიჯანი და თურქეთი ძმები არიან და პოლიტიკური ურთიერთობებიც პრეზიდენტების ეროდოღანისა და ილჰამ ალიევის წყალობით ძალლიან კარგ დონეზეა.

მინისტრ გარაევის თქმით, ფილმის კვირეული თურქული კინოს მოყვარული აზერბაიჯანელებისათვის დიდი საჩუქარია.

თურქული ფილმების კვირეულზე, რომელიც 20 ნოემბრამდე გაგრძელდებ, ნაჩვენები იქნება ფილმები „ახლი მსოფლიო“, ბილალ ბაბაოღლუს „სიყვარული“, სინან სერთელის „ერთი დღე ერთი ბავშვი“, ალპერ ჩაღლარის „მთა II“ და ემრე ქონუქის „შეგირდი“.

სეანსების შემდეგ პროდიუსერები, რეჟისორები და მსახიობები მაყურებლებს გაესაუბრებიან.

კვირეულის ფარგლებში რეჟისორები და მსახიობები ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტში შეხვედრებს ჩაატარებენ.



მსგავსი ინფორმაციები