თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 44/ 2017

მირზაევის ვიზიტი თურქეთში

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 44/ 2017

             თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 44/ 2017

                       მირზაევის ვიზიტი თურქეთში

       ამ ცოტა ხნის წინ თურქეთში ვიზიტით იმყოფებოდა უზბეკეთის პრეზიდენტი შევქეთ მირზაევი. ამ პროგრამაში გავაანალიზებთ მირზაევის ვიზიტს და თურქეთ-უზბეკეთის ურთიერთობებს.

       გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

უზბეკეთის პრეზიდენტი შევქეთ მირზაევი, მიმდინარე წლის 25-27 ოქტომბერს ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა თურქეთში. ჩაატარა მაღალი დონის  შეხვედრები. მირზაევი გახლდათ ის უზბეკი პრეზიდენტი, რომელიც 18 წლის შემდეგ ეწვია თურქეთს.  ეს ნიშნავს, რომ მისი ვიზიტი, დამდეგ წლებში უფრო განამტკიცებს ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მირზაევი, უკანასკნელ ერთ წელიწადში უფრო მეტ ყურადღებას აქცევს თურქეთ-უზბეკეთის ურთიერთობებს. ამ მიზნით, რიგ სფეროებში წარმართავს სხვადასხვა სამუშაოებს. ამის შესახებ ამბობენ სპეციალისტი ექსპერტებიც.

თურქეთი არის ის სახელმწიფო, რომელმაც 1991 წელს, პირველმა სცნო უზბეკეთის დამოუკიდებლობა. ამის გამო სწრაფად განვითარდა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები. 2005 წელში, გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან, უზბეკეთში მომხდარი ანდიჯანის მოვლენების განხილვის დროს, თურქეთმა უზბეკეთის წინააღმდეგ გამოიყენა ხმა. ამის გამო, 1991 წელში კარგად დაწყებული ურთიერთობები, 2005 წელში გაგრძელდა სტაბილურად.   პრეზიდენტის ახლანდელ ვიზიტს შეუძლია ხელახლა გამოაცოცხლოს და გააძლიეროს ურთიერთობები. რამდენიმე თვის წინ, სამარყანდის შეხვედრაზე, ერდოღანმა განცხადა, რომ უკვე დროა ახალი ფურცელი ჩაიწეროს ორი სახელმწიფოს ურთიერთობებში. მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმით უნდა დამტკიცდეს ეს. მირზაევის ანკარის ვიზიტით უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს ეს სიტყვები.  ორივე ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა მომავალი წლისთვის ჩატარდეს უზბეკეთ-თურქეთის საინვესტიციო ფორუმი და ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა. 

თურქეთი მნიშვნელოვან სახელმწიფოდ მიიჩნევს უზბეკეთს და იმედოვნებს, რომ ამ ვიზიტით დასრულდება სტაციონარული პერიოდი. სწრაფი ტემპით განვითარდება ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკის თვალსაზრისით ტექსტილი, ჯანდაცვის, ტურიზმის მსგავსი სექტორები.  უსაფრთხოების მიზნით ერთობლივად წარიმართება ტერორიზმთან ბრძოლა. რაღა თქმა უნდა ეს ურთიერთობები უნდა განვითარდეს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, აკადემიური ინსტიტუტების მხარდაჭერით და მათთან თანამშრომლობით. სასარგებლო იქნება ყაზახეთის მსგავსად, უზბეკეთში აჰმედ იასევის ერთობლივი უნივერსიტეტის შექმნა, „თურქეთ-უზბეკეთის ულუღ ბეის უნივერსიტეტის გაშენება, რომლის ერთი კორპუსი იქნება სტამბოლში, მეორე კი, სამარყანდში. იგი დიდ როლს შეასრულებს თურქეთ-უზბეკეთში შემონახული ისტორიული ცოდნის და ინფორმაციების თურქოფონის ტერიტორიაზე პრაქტიკულად გატარებაში. ევრაზიისთვის, სალეფის რადიკალიზმის წინააღმდეგ, რაციონალურ ალტერნატივად შეიძლება გადაიქცეს ორი ქვეყნის საერთო ღირებულებად ქმნილი სუფისტური ისლამის ტრადიცია. ამ კონტექსტში დიდი მოვალეობა ეკისრება ორივე სახელმწიფოს.

უზბეკეთის ექს პრეზიდენტის ქერიმოვის რეჟიმს ორი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი გააჩნდა. ეს იყო მისი საოცნებო ავტორიტარული ადმინისტრაცია და საბჭოთა პოლიტიკური სისტემა. ქერიმოვმა ევრაზიაში თავის სახელმწიფოს, ძლიერი ძალებისგან დასაცავად აირჩია ნაწილობრივი იზოლაციის პოლიტიკა. ახალი ხელმძღვანელობა კი, როგორც ჩანს არჩევს, გეოპლიტიკურ გამოწვევებს უპასუხოს პრო-აქტიური პოლიტიკით.

თავისი ადგილ-მდებარეობით და მოსახლეობის პოტენციალით, უზბეკეთი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. უზბეკეთთან ურთიერთობის გარეშე ძნელია თურქისტანში თვითმყოფადობა. ამ თავისებურებებით, წინამდებარე ეტაპში, უზბეკეთი გახდება ის სახელმწიფო, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება გლობალურ და რეგიონულ აქტივისტებთან თანამშრომლობისთვის.

მირზაევი, პრეზიდენტობის პირველ ეტაპში, სანამ დაიწყებდა სახელმწიფოში ძირეულ ცვლილებებს, შეეცადა ხალხის სოციალური პრობლემების მოგვარებას და მეზობელ სახელმწიფოებთან ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას. საგარეო პოლიტიკით, მირზაევი უფრო დიდ ადგილს დაუთმობს თურქულ სახელმწიფოებთან ურთიერთობებს და გაატარებს ზომიერ პოლიტიკას.  საზღვარგარეთის სახელმწიფოებში მან, თავისი პირველი ვიზიტი განახორციელა რუსეთში, რომლითაც მიზნად ისახავდა რუსეთ-უზბეკეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას.

მირზაევის პერიოდი, უზბეკეთისთვის იქნება ახალი დასაწყისი. ქერიმოვმა, თურქული საბჭოს ჩათვლით, დისტანციური პოზიცია დაიკავა რეგიონული  თანამშრომლობის ორგანიზაციებთან. ხსენებული პოლიტიკის შეცვლას კი, შეუძლია საფუძველი მოუმზადოს რეგიონული აქტივისტების და უზბეკეთის მომგებიანობას. ცნობილია რომ უზბეკეთი განიცდის ნაღდი ფულის და ენერგიის მსგავს პრობლემებს, რომლის გადაწყვეტაც შესაძლებელია საგარეო ინვესტიციებს და თურქული საბჭოს მსგავს ასოციაციებთან რეგიონული თანამშრომლობით.

მირზაევი, 13  წლის განმავლობაში წარმართავდა ქერიმოვის პრემიერ მინისტრობას.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მირზაევი არის ქერიმოვის სისტემის ნაწარმი. იოლი არ იქნება ცვლილება, თუმცა, მირზაევი კარგად იცნობს თავის სახელმწიფოს და რეგიონს. ამ სფეროში არის სპეციალისტი. წინამდებარე ეტაპში, უზბეკეთის თურქულ საბჭოსთან ურთიერთობის განვითარება მნიშვნელოვანი იქნება, როგორც რეგიონისთვის, ისე თურქულ ენოვანი ხალხების თვალსაზრისით, რადგან უზბეკეთი არის თურქოფონული გეოგრაფიის მთავარი სახელმწიფო.

ეს გახლდათ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, შეფასება...

 



მსგავსი ინფორმაციები