ეგვიპტეში პირამიდების კვლევა გრძელდება

სახარაში 4 ათასი წლის წინ დამზადებული ხის ბიუსტი აღმოაჩინეს

ეგვიპტეში პირამიდების კვლევა გრძელდება

შვეიცარიელმა და ფრანგმა არქეოლოგებმა, ეგვიპტის პირამიდების ხეობად წოდებულ სახარაში, 4 ათასი წლის წინ დამზადებული ხის ქანდაკება აღმოაჩინეს.

პირველადი ვარაუდებით, ეს ქანდაკება მიეკუთვნება ერთ ერთი ბოლო ფარაონის მეუღლეს.

არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელის, ფრანგი ფილიპ კოლამბერტის თქმით, ბიუსტი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ამიტომ, სანამ რესტავრაციას არ გაუკეთებენ, მანამ არ აჩვენებენ მას საზოგადოებას.

სხვათა შორის კოლამბერტის ჯგუფის წევრებმა გასულ კვირას ამავე ადგილზე პირამიდის მსგავსი პატარა ქვაც იპოვეს, რომელიც ფარაონ პეპი პირველის მეუღლე ანქესენპეპი მეორის სახელობის პირამიდის წვერზე იყო განთავსებული. მას ოქროს ფირფიტები ჰქონდა გარს შემოვლებული და მზის შუქზე ბრწყინავდა.

ამავე ადგილებში სკულპტურის გარდა, გრანიტის ობელისკის ნაჭერი და სხვა უამრავი ნივთ-საგნებიც იქნა აღმოჩენილი



მსგავსი ინფორმაციები