14 ოქტომბერი ისტორიაში

14 ოქტომბერი ისტორიაში

14 ოქტომბერი ისტორიაში

14 ოქტომბერი ისტორიაში 

14 ოქტომბერი ლუყმან ექიმის ხსოვნის დღეა. ლუყმან ექიმი ერთ-ერთი ბრძენი ადამიანი იყო, რომლის შესახებაც ყურანის ლუყმანის სურაშია საუბარი. გადმოცემების მიხედვით ლუყმან ექიმს უკვდავების წამალი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ დაუკარგია.

1933 წლის 14 ოქტომბერს ადოლფ ჰიტლერმა ჟენევის განიარაღების კონფერენციაზე დასწრებაზე უარი თქვა და ერთა ლიგას გამოეთიშა. 1932 წლის ჟენევის განიარაღების კონფერენციას 59 ქვეყანა ესწრებოდა და მათი მიზანი ეკონომიკურ კრიზისში მყოფი მსოფლიოსათვის ახალი ომის თავიდან აცილება იყო. აღნიშნულმა კონფერენციამ უშედეგოდ ჩაიარა და ერთა ლიგა ნაცისტური გერმანიის განიარაღებას წინ ვერ აღუდგა რა, მეორე მსოფლიო ომის დაწყებას შეუწყო ხელი.

1944 წლის 14 ოქტომბერს ინგლისმა საბერძნეთი გერმანიის დაპყრობისგან გადაარჩინა. ამ დროს ინგლისმა საბერძნეთში შეიარაღებული ძალებიც შეიყვანა, მაგრამ მოკლე დროში ქვეყანაში მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რაც შემდეგ სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

1974 წლის 14 ოქტომბერს ბგერის სიჩქარე პირველად იქნა გადაჭარბებული. ამერიკელმა სამხედრო პილოტმა ჩარლზ ელბუდიმ Bell-X1 სახელწოდების თვითფრინავის ტესტირების დროს ბგერის სიჩქარეს გაუსწრო, რითაც იგი ისტორიაში ბგერის სიჩქარის გამსწრები პილოტის სახელით შევიდა. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეიარაღებულ ძალებში იბრძოდა.



მსგავსი ინფორმაციები