თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის დახმარება

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ერაყის, ქალაქ ქერქუქში დასახლებულ 350 თურქმენ ოჯახს

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის დახმარება

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ერაყის, ქალაქ ქერქუქში დასახლებულ 350 თურქმენ ოჯახს.

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის, ერაყის დელეგაციის თავჯდომარის გოქსან იენუგულის განცხადებით, დღეს, ტელაფერელი და მუსულელი თურქმენებისთვის ჩაიტანეს საკვებით და ტანსაცმლით სავსე ყუთები. კვების ყუთებში არის ოჯახების ძირითადი საჭიროებების პროდუქტები, როგორიცაა ლობიო, ტომატის პასტა, ბრინჯი, ზეთი, ოსპი და ჩაი. ქერქუქში თავშეფარებული ოჯახებისთვის დახმარება გაგრძელდება დეკემბრამდე, თუმცა საჭიროების მიხედვით გაგრძელდება პროგრამის ხანგრძლიობა. გარდა ამისა, როგორც დაადგინეს, დახმარებას საჭიროებენ ქერქუქსა და მუსულს შორის, რაიონებსა და დაბა-დასახლებებში თავშეფარებული თურქმენებიც. თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია, გასული წლების მსგავსად, კვლავ გააგრძელებს რეგიონში საქმიანობას.



მსგავსი ინფორმაციები