ნუმან ქურთულმუში ჩინეთშია

2018 წელი თურქეთ-ჩინეთის ურთიერთობებისთვის მეტად  ლამაზი და ღირსეული წელი იქნება

ნუმან ქურთულმუში ჩინეთშია

კულტურის და ტურიზმის მინისტრის ნუმან ქურთულმუშის განცხადებით, 2018 წელი თურქეთ-ჩინეთის ურთიერთობებისთვის მეტად  ლამაზი და ღირსეული წელი იქნება.

ფოტო-ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის მასპინძლობით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (BMDTÖ) 22-ე გენერალურ საბჭოზე მონაწილეობის მიზნით, ქალაქ ჩინგდუში მყოფმა კულტურის და ტურიზმის მინისტრმა ნუმან ქურთულმუშმა, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის საინფორმაციო ანადოლუს სააგენტოსთან გაავრცელა განცხადება.  ნაყოფიერი უწოდა თავის შეხვედრებს ჩინეთის ტურიზმის სექტორის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან და ჩინეთში მოქმედი თურქული ფირმების უფლებამოსილებთან. ეს არის სიტყვის სრული მნიშვნელობით, ახალი გარღვევა და შედეგის მიღებისთვის გააგრძელებენ შემდგომ მუშაობას თქვა მინისტრმა და დაამატა:- როგორც ნახა ჩინეთიც მნიშვნელოვნად მიიჩნევს თურქეთს.

პეკინის ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს თურქეთს. სერიოზულად მიიჩნევენ ყველა სფეროში თურქეთთან ურთიერთობების გაფართოებას. გამოთქვამს იმედს, რომ შეხვედრები ხელს შეუწყობს შედეგის მიმღიმებიან, რიგი ნაბიჯების გადადგმას.

ქურთულმუშმა გამოთქვა იმედი, რომ შეხვედრები გავლენას იქონიებს თურქეთში ტურიზმის გაფართოებაზე და ჩინეთთან კულტურული შემოქმედებების გაძლიერებაზე.

აღნიშნა რომ შეხვედრები ჩაატარეს, ჩინეთში, იუნუს ემრეს ინსტიტუტის გახსნის თემაზე რაც შესაძლებელია. პარალელურად მოხდება Konfüçyüs-ის ინსტიტუტის გახსნა თურქეთში და მათ,  ამჟამად გააჩნიათ რიგ ინსტიტუტებთან კონტაქტები.

ქურთულმუშის განცხადებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონტექსტში, შეხვედრები ჩატარდება ორი სახელმწიფოს მინისტრებს შორისაც. ხელი მოეწერება შეთანხმებას თუ როგორი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ტურიზმის სფეროში.

1975 წელში დაფუძნებულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში, თურქეთი არის დამფუძნებელი წევრი. ტურიზმის მინისტრი ქალაქ ჩინგდუში, შეხვდება აზერბაიჯანის კულტურის და ტურიზმის მინისტრს ებულფეზ კარაევსაც.

 



მსგავსი ინფორმაციები