მსოფლიო ლიდერების მაკიაჟი და მოვლის საშუალებები

მსოფლიო ლიდერების მაკიაჟი და მოვლის საშუალებები, მათი ღირებულება ყოველთვის საზოგადოების დაინტერესებას იწვევს

Makyaj_Trudo.JPG
Makyaj_Putin.jpg
Makyaj_Obama.jpg
Makyaj_Macron.jpg
Makyaj_Hollande.jpg

მსოფლიო ლიდერების მაკიაჟი და მოვლის საშუალებები, მათი ღირებულება ყოველთვის საზოგადოების დაინტერესებას იწვევს. შემოგთავაზებთ რამდენიმე მაგალითს ამჟამინდელი და ყოფილი ლიდერებიდან.    

დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი დალაქი, ემი ლაში „ტრამპის ვარცხნილობაზე“ აღნიშნავს: „მისი თმა პარიკი არ არის, მისი ფუმფულა თმები 100%-ით ბუნებრივია. 80-იანი წლებიდან მოყოლებული თმის ერთი და იგივე მოდელს ატარებს, ცვლილების ეშინია.“

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი მაკიაჟზე მეტად ესთეტიკური ოპერაციებით იქცევს ყურადღებას. წლებთან ერთად პუტინი თანდათან ახალგაზრდავდება, დროდადრო იკარგება და ამბობენ, რომ საიდუმლოდ სპეციალური კანის მოვლის პროცედურებს იტარებს, იკეთებს ბოტოქსს, წარბის აწევის ოპერაციებს და მიმართავს ახალგაზრდობის ელექსირს.

ემანუელ მაკრონი

მაისის თვეში პრეზიდენტად არჩეულმა 39 წლის საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა პირველ სამ თვეში მაკიაჟისთვის 26 ათასი ევრო დახარჯა. ელისეის სასახლეში მაკრონის ვიზაჟისტის ნატაშას მიერ ერთი 10 ათას და მეორე 16 ათას ევროს რაოდენობის ქვითრის გაგზავნა დაადასტურეს, თუმცა აქვე აღნიშნეს, რომ მალე ეს ხარჯები შემცირდება.

ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერმინისტრის ვარცხნილობაზე ბევრ ფულს არ ხარჯავს. კანადის 23-ე პრემიერს თმის შეჭრა მხოლოდ 32 დოლარი უჯდება.  

ბარაკ ობამა

ობამა მაკიაჟისთვის მხოლოდ ტონალურ კრემს, პუდრს, კორექტორს და  იყენებდა და მათ განსაკუთრებით სიტყვით გამოსვლის დროს ითხოვდა.

ფრანსუა ოლანდი

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს შამპუნის ხარჯების გამო აკრიტიკებდნენ. ჰოლანდი ყოველთვიურად თმის მოვლისათვის 10 ათას ევროს, მაკიაჟისთვის კი 6 ათას ევროს ხარჯავდა.


საკვანძო სიტყვები: მსოფლიო ლიდერები , მაკიაჟი

მსგავსი ინფორმაციები